fbpx
Skip to main content

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის

27/02/2025

ევროკავშირის დაფინანსებით, ახალი პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ დაიწყო

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით დაიწყო ორწლიანი პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის”.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია ადგილობრივი სათემო ინიციატივების განხორციელებაზე, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობაზე. პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად.

ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში. 26-27 თებერვალს, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები. 

2025 წლის მარტის თვიდან პროექტის განმახორციებელი გუნდი საქართველოს რეგიონებში ჩაატარებს შეხვედრებს და ფართო საზოგადოებას გააცნობს პროექტის მიზნებსა და დაგეგმილ საქმიანობებს.