ხაშურში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროგრესი – დაფინანსებულია ევროკავშირისა და AFD-ს მიერ
ქალაქ ხაშურში მიმდინარეობს წყალმომარაგების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ოფიციალურად 2023 წელს დაიწყო და დღეისთვის 60 კმ-ზე მეტი ქსელია აშენებული.
მილსადენების ქსელის მშენებლობა ხაშურის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სასმელ წყალსა და სანიტარიულ სერვისებზე უკეთეს ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
პროექტს ახორციელებს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) და თანა დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) მიერ.
ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება და ჩამდინარე წყლები გადაუმუშავებლად ჩაედინება მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საარსებო წყაროსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 7,15 მილიონი ევროს გრანტისა (7,15 მილიონი ევრო) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საკრედიტო ხაზის (65 მილიონი ევრო) საფუძველზე წყლისა და კანალიზაციის მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) უზრუნველყოფს წყლისა და სანიტარული სისტემების მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.
სამუშაოების შემდეგი ფაზებიც მზადების პროცესშია და ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ ხაშურს ექნება წვდომა სასმელ წყალსა და მაღალი ხარისხის სანიტარული სისტემების სერვისებზე 24/7-ზე. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (WWTP) მშენებლობა შეამცირებს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას მდინარეში.
ევროკავშირის შესახებ:
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 350 მილიონ ლარს გასცემს გრანტების სახით საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ძირითადად მიმართულია ეკონომიკური განვითარებისა და განათლების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კონტაქტის განმტკიცებისკენ. ევროკოკავშირი აფინანსებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა წყალმომარაგება და ნარჩენების მართვის ნაგებობების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის რეაბილიტაცია. მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD)
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. ის აფინანსებს, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო თანმიმდევრული და სტაბილური სამყაროსკენ გადასვლას. ჯგუფი, შემდგარი: საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან, რომელიც აფინანსებს საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს; პროპარკოსგან (Proparco), რომელიც აფინანსებს კერძო სექტორს; და მალე, ექსპერტიზ ფრანსისგან (Expertise France), ტექნიკური მხარდაჭერის დარგში, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო სტაბილური და მდგრადი სამყაროსკენ გადასვლას.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის. ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ 4000-ზე მეტ პროექტში – საფრანგეთის საზღვარგარეთ, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, რაც არის კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშეწყობისთვის. საერთო სამყაროსკენ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: AFD Group and Georgia | AFD – Agence Française de Développement
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
- ეკატერინე ბილანიშვილს- bilanishvilie@afd.fr; საფრანგეთის განვითარების სააგენტო