fbpx
Skip to main content

ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის რეგიონული პროექტი (EU-ACT)

Project Description
ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის რეგიონული პროექტის მიზანია სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის გაძლიერება რეგიონული და ტრანს-რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად ორგანიზებული დამნაშავეობის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ავღანეთიდან „ჰეროინის მარშრუტის“ გასწვრივ; ასევე ნარკოპოლიტიკის შემუშავება და საქმიანობა ნარკოტიკებზე მოთხოვნის შესამცირებლად.
Specific Objective
ზოგადი ამოცანა:
- ორგანიზებული დამნაშავეობის პრევენციისა და მასთან ეფექტური ბრძოლის მხარდაჭერა, რაც მოიცავს ნარკოტიკებით ტრეფიკინგს ე.წ. „ჰეროინის მარშრუტის“ გასწვრივ.
კონკრეტული ამოცანა:
- ქვეყნების სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესატყვისი პოტენციალის გაძლიერება ავღანეთიდან ე.წ. „ჰეროინის მარშრუტის“ სხვადასხვა ვარიანტების გასწვრივ; ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერება, ქვეყნებს შორის ნდობის დამყარება და მათი დაკავშირება (ტრანს-) რეგიონული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.
Expected Results
კომპონენტი 1: პოტენციალის შექმნა სათანადო სამართლებრივი პროცედურის შესატყვისი ეროვნული პოლიტიკური და საპასუხო ოპერატიული ღონისძიებების გასაძლიერებლად: სამართალდამცავი და დაზვერვის ოფიცრების, გამომძიებლებისა და პროკურორების პრაქტიკული ტრენინგი; საქმის კეთილსინდისიერად წარმართვის მხარდაჭერა სათანადო სამართლებრივი პროცედურების, საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების კანონების დაცვის გზით. აღნიშნული ხორციელდება ხუთ ძირითად ქვეყანაში (ყირგიზეთი, საქართველო, უკრაინა, პაკისტანი და ტანზანია).

კომპონენტი 2: ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის დაგეგმვა და განხორციელება. ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს: ცოდნის, პრაქტიკის და გამოცდილების მოკლე ვადაში გადაცემას პარტნიორი ქვეყნების და (რეგიონული) ორგანიზაციების ნარკოპოლიტიკის მხარდასაჭერად; კომპლექსური რეაგირება ნარკოტიკების მიწოდების და მოთხოვნის შესამცირებლად, ასევე შესაბამისი მულტისექტორული საკითხების გადასაჭრელად ქვეყნების ეროვნული და/ან ინსტიტუციური პრიორიტეტების და საჭიროებების საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდება ძირითადი ქვეყნების რეგიონებში.

კომპონენტი 3: თანამშრომლობის ინიციატივების განსაზღვრა და განხორციელება გულისხმობს მცირემასშტაბიანი (ტრანს-) რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული პოლიტიკური და რეაგირების ოპერატიული ღონისძიებების / ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის ფარგლებში, ისე დამოუკიდებელი ღონისძიებების სახით. ამ კომპონენტის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს და მხარი დაუჭიროს ოპერატიულ ტრანს-რეგიონულ თანამშრომლობას, ე.ი. რეალურ თანამშრომლობას.
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
Subsector:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება
Topic:
უსაფრთხოება
EaP Countries:
საქართველოს, უკრაინა
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2017
End Date:
31.12.2023