
კონკურსი – გახდი ცვლილებების ნაწილი – შემოუერთდი პროექტს ,,ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის”!
,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”, პროექტის ,,ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის” ფარგლებში იწყებს ახალგაზრდების შერჩევას აჭარის შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:
- ქობულეთი;
- ქედა;
- შუახევი;
- ხულო.
ინიციატივა ორ ეტაპად განხორციელდება:
1) პირველ ეტაპზე, მონაწილეები 3 დღიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას ევროკავშირის ღირებულებების, პროგრამებისა და საქართველოში მათი საქმიანობის (განხორციელებული პროექტების) შესახებ, ხოლო
2) მეორე ეტაპზე, მათ საცხოვრებელ თემებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ადგილობრივი მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად.
პრაქტიკული აქტივობები შეირჩევა მონაწილეების მიერ და მათი განხორციელებისთვის მონაწილეები წახალისდებიან ფინანსური მხარდაჭერით (ანაზღაურდება გადაადგილებისა და კვების ხარჯებიც)
პროექტში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ თუ:
- ხართ 16-29 წლის მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდა,
- ცხოვრობთ ქობულეთის, ქედის, შუახევის ან ხულოს მუნიციპალიტეტში,
- დაინტერესებული ხართ სამოქალაქო საქმიანობით,
- გსურთ, შეიტანოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს თემში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით. შერჩევა განხორციელდება აპლიკანტთა მოტივაციისა და გამოცდილების მიხედვით.
სარეგისტრაციო ფორმის ელ. ბმული: https://forms.gle/rBi8iRtAyyRfXpfs6
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ნიკო ქარცივაძე | 557255339 | niko.qarcivadze@gmail.com
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
ეს საინფორმაციო ფურცელი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.