fbpx

კოოპერატივის “შუა ჩაქვი” ისტორია

30/03/2020

ENPARD გთავაზობთ  მისი პარტნიორის UNDP აჭარას მიერ მხარდაჭერილ კიდევ ერთ კოოპერატივს „შუა ჩაქვი“.

აჭარაში, დაბა ჩაქვის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა ფერმერებს დიდი ხნის განმავლობაში გავერანებული მიწა და შენობა ჰქონდათ.  კოოპერაციის სიკეთის გააზრების შემდეგ, გადაწყვიტეს გადაენაწილებინათ პასუხისმგებლობები და მიწისა და შენობისგან შემოსავლის წყარო გაეჩინათ. წიწილების გაშენება და მოვლა, ეს იყო მათი პირველი იდეა, თუმცა კი გამოცდილება ამ კუთხით არც ერთ წევრს არ ქონია. კოოპერატივის დარეგისტრირების შემდეგ, ლაშა ცეცლაძემ ENPARD-ს მიმართა დახმარებისთვის. კოოპერატივის წევრებმა სწავლისადმიც დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ბიზნეს გეგმის წერისა და მოგებაზე ორიენტირებული ფერმერის უნარ ჩვევებიც გამოიმუშავეს.

ცეცხლაძეების გაერთიანებამ 2014 წლის ოქტომბერში ENPARD- ის პარტნიორის,UNDP აჭარას დაფინანსება მიიღო საუკეთესო ბიზნეს პროექტისთვის და საჩუქრად 3 ცალი ინკუბატორი გადაეცათ.

მოვუსმინოთ  ენპადის მიერ დაფინანსებული კოოპერატივის  ერთ-ერთი წევრს, ფარნავაზ ცეცხლაძეს:

 რა გამოცდილება გქონდათ?  რატომ გადაწყვიტეთ კოოპერატივის შექმნა?

გამოცდილება არ გვქონია მეფრინველეობაში. მანამდე არ მქონია შეხება არც კოოპერატივთან.სრულიად შემთხვევით მოვხვდი მეგობართან სახლში, რომელსაც ჰქონდა ფერმა, შემდეგ  ასევე ვიყავი ქობულეთის  აგრო-სერვის ცენტრში, სადაც მივიღე ინფორმაცია კოოპერატივის შექმნის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობების და უპირატესობების შესახებ და გადავწყვიტე კოოპერატივის შექმნა. ჩვენ გვქონდა მიწა და შენობა, გავაკეთეთ განაცხადი კოოპერატივად დარეგისტრირების თაობაზე, შემდეგ გავიარეთ ტრენინგები, დავწერეთ  ბიზნეს გეგმა და გრანტის სახით საჩეკი მივიღეთ.

რატომ წიწილები? ზრდით წიწილებს თუ პატარებს ყიდით?

ჩვენ გვაქვს 3 ინკუბატორი, შინაური წიწილები გამოჩეკიდან 20 დღის შემდეგ იყიდება, თან ვზრდით ბროილერს გასაყიდად. ძირითადად ჩვენ მეხორცეული ბროილერები გვაინტერესებს, მაგრამ ამავდროულად იხვის ჭუკები და წიწილებიც გამოგვყავს. გვაქვს შეთანხმებები სხვადასხვა კომპანიებთან, გასაღების პრობლემა არ გვაქვს. ახლა გაფართოებაზე ვფიქრობთ.

რამდენი წიწილა იჩეკება ყოველთვიურად?

ჩვენ თვენახევარია რაც ვმუშაობთ, თვეში 700-800 ცალამდე წიწილა იჩეკება. ახლახანს დავიწყეთ საქმიანობა, ვაპირებთ რომ დაკვეთებზე ვიმუშავოთ, დაკვეთების შესაბამისად კი რაოდენობაც მოიმატებს.

შინაური წიწილები და იხვის ჭუკები  სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს და მეხორცე ბროილერი მთელი წლის განმავლობაში.

შემოსული თანხიდან სარემონტო სამუშაოების ჩატარება და გაფართოება გვაქვს დაგეგმილი.ძალიან კმაყოფილი ვართ კოოპერატივის შექმნით, გადმოცემული ინკუბატორები  ძალიან მაღალი ხარისხის არის, კოოპერატივში ყველას ჩვენი საქმე გვაქვს გადანაწილებული. ზოგი მომვლელია, ზოგს საკვები მოაქვს და ასე შემდეგ. ჩვენთვის კოოპერატივი ნამდვილად შედეგიანია.

მომავალი ზაფხულისთვის გაფართოებას ვგეგმავთ. ახლა შეტანილი გვაქვს განაცხადი გალიების და წისქვილის თაობაზე, იმედი გვაქვს ამ ნივთებსაც  მივიღებთ დაფინანსების ფარგლებში, რის შედეგადაც ხარჯები ბევრად შეგვიმცირდება.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021