ევროპის დღის შესახებ
ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი
9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე თბილისში, ექსპო ჯორჯიაში აღნიშნა და 22 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პარტნიორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები და ფართო საზოგადოება, ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის, საერთო ღირებულებებისა და თანამშრომლობის აღსანიშნად.
წლევანდელი ევროპის დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30 წელს მიეძღვნა – მეგობრობისა და თანამშრომლობის სამ ათწლეულს.
სტუმრები გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 42 პროექტს და შეხვდნენ ევროპის გუნდის 24 წევრს, მათ შორის ევროკავშირის 21 წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). 100-ზე მეტმა მეწარმემ საკუთარი პროდუქცია და იდეები წარადგინა, ხოლო სამ სცენაზე 25 აქტივობა გაიმართა: დისკუსიები, ჩვენებები, პერფორმანსები და Bedford Falls-ის დაუვიწყარი კონცერტი.
ლაივ პოდკასტმა მთელი დღის განმავლობაში დიპლომატებს, მწერლებს, ფოტოგრაფებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და კომიკოსებს უმასპინძლა. “მწვანე კუთხეში” კი წარმოდგენილი იყო ევროკავშირის პროექტის “საქართველო მწვანე მომავლისკენ” პარტნიორების საინტერესო აქტივობები, რომლებიც გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას ეძღვნებოდა.
ღონისძიებები
ევროპის გუნდი
სტუმრებმა აღმოაჩინეს ინტერაქტიული, მრავალფეროვანი სივრცე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოგონებებს ეძღვნებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა წარმოადგინეს სტენდები და ინსტალაციები, სადაც ვიზიტორები გაეცნენ ევროპაში დაბადებულ იდეებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომლებმაც თანამედროვე სამყარო ჩამოაყალიბეს.
EU პროექტების სივრცე
სტუმრები გაეცნენ ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის 30-წლიან ისტორას და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ინიციატივებს. ჩაერთნენ სახალისო თამაშებში, ინტერაქციულ ინსტალაციებსა და მრავალფეროვან აქტივობებში.
Live პოდკასტი “ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი”
ლაივ პოდკასტმა, საინტერესო სტუმრებთან ერთად გააცოცხლა ისტორიები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
ბავშვთა სივრცე და სახალისო აქტივობები
ბავშვთა სივრცემ გააერთიანა შემოქმედებითი ვორქშოპები, ინტერაქციული თამაშები, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები ყველა ასაკისთვის, რადგან ევროპის დღე მთელი ოჯახის დღესასწაული იყო!
შესაძლებლობების სივრცე
სტუმრებმა გაეცნენ ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის სამყაროს. გაიგეს, როგორ შეიტანო განაცხადი Erasmus+ პროგრამაზე და კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” და დაესწრნენ პრაქტიკულ ვორქშოპებზე.
მწვანე კუთხე
სტუმრები შეუერთდნენ „მწვანე კუთხეს“ და შეისწავლეს პრაქტიკული გზები, როგორ გამოყენონ, აღადგინონ და განაახლონ ყოველდღიური ნივთები. მათ გაიგეს, როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირი და საქართველო მწვანე მომავლისთვის ინტერაქტიული სივრცეებისა და პრაქტიკული ვორქშოპების საშუალებით, რამაც გარემოსდაცვითი იდეები ახალგაზრდებისა და ოჯახებისთვის ხელშესახებ გამოცდილებად აქცია.
აგრომარკეტი “უნიკალური ქართული გემო”
სტუმრებმა დააგემოვნეს ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გაიგეს, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი მდგრად სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივ ოსტატებს, აღმოაჩინეს მათი გამორჩეული ნამუშევრები და გაიგეს, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით.
კვების სივრცე
სტუმრებმა ისიამოვნეს Pop-up რესტორნების პატარა უბნით, სადაც ქართული და ევროპული გემოები ერთმანეთს ერწყმოდა.
გარე სივრცის აქტივობები
ყველა ასაკის ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ჩაერთო თამაშებში და სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებში.
ევროპის გუნდი
27 ქვეყანა, ერთი ევროპა
9 მაისს, ექსპო ჯორჯიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააერთიანა და წარმოადგინა იდეები, გამოგონებები და ისტორიები, რომლებმაც თანამედროვე სამყარო შეცვალა. თითოეულმა ქვეყანამ სტუმრებს გააცნო თავისი უნიკალური აღმოჩენები, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება, აზროვნება და ურთიერთობები.
სტუმრებმა აღმოაჩინეს ინტერაქტიული სტენდები, შთამბეჭდავი ინსტალაციები – ყველაფერი, რაც წარმოაჩენდა ევროპის შემოქმედებას, ინოვაციას და საერთო მემკვიდრეობას.