Skip to main content
ევროპის დღე კახეთში

10 ოქტომბერი
კახეთი

მეღვინეობა მოსმიერი, სოფელი კისისხევი

ევროპის დღე კახეთში 2026

აღმოაჩინე ევროპა კახეთის გულში


10 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე კახეთში, მეღვინეობა მოსმიერში აღნიშნა.

ევროპა და კახეთი ერთმანეთს ღვინით, კერძებით, ტრადიციებით, მუსიკით და ისტორიებით შეხვდნენ. 5,000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა ევროპის დღის მრავალფეროვან აქტივობებში, დააგემოვნა, მოუსმინა, გაიცნო და აღმოაჩინა ახალი შესაძლებლობები.

ქართულ-ევროპული სუფრა

ევროპის დღე კახეთში

დღესასწაულის გულში უნიკალური სუფრა იყო, რომლის კურატორიც თანამედროვე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე გახლდათ. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული გემოები და კერძები დასავლურ კულინარიულ სტილებს შეუხამა და თანამედროვე ქართული სამზარეულოს ახალი მიმართულება შექმნა.

ვენახებს შორის გაშლილ სუფრასთან ევროპა და კახეთი ერთმანეთს კერძების, ღვინისა და სტუმართმოყვარეობის ენით შეხვდნენ — ევროპული ყველი, პური, საკონდიტრო ნაწარმი და გემოები ქართული ინგრედიენტებისა და ტრადიციების თანხლებით.

ევროპის გუნდი

ევროპის დღის აქტივობები

გამოუვალი მდგომარეობა
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

ევროპის დღეს ქართული ბენდი “გამოუვალი მდგომარეობა” საღამოს 18:00 საათზე კონცერტით დაასრულებს.

ევროპის გუნდი
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები თავიანთ ქვეყნებს გასტრონომიისა და ინტერაქციული კულტურული გამოცდილების საშუალებით წარმოადგენენ. ეროვნულ კერძებთან და პროდუქტებთან ერთად, საელჩოები ვიქტორინებს, თამაშებს და სხვა გასართობ აქტივობებს შემოგთავაზებენ.

ევროკავშირის პროექტები
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები კახეთშიც შემოგვიერთდებიან და ტრადიციულად საინტერესო და ინტერაქციულ ვორქშოპებს, ქვიზებს და ბევრ გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობას შემოგვთავაზებენ.

ველომსვლელობა
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

თუ კახეთის ულამაზეს ლანდშაფტში ველოსიპედით გასეირნება გადაწყვიტეთ, მაშინ ველოტურის ჯგუფს შემოუერთდით. ველომსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

Knowledge Wheel / ცოდნის ბორბალი
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

დაატრიალეთ ცოდნის ბორბალი, უპასუხეთ შეკითხვებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ და მოიგეთ პრიზები.

VR Journey / VR მოგზაურობა
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

იმოგზაურეთ ვირტუალურად 20-ზე მეტ ევროპულ ქალაქში და ისიამოვნეთ ინტერაქციული გამოცდილებით.

Broken Telephone / გაფუჭებული ტელეფონი
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

“თამაშობანას” პოპულარული “გაფუჭებული ტელეფონი” კახეთსაც ესტუმრება და მაყურებელს აქაც არ დატოვებს გულგრილს.

მწვანე კუთხე
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

მოგიყვებით ნივთების ხელახლა გამოყენების, შეკეთებისა და განახლების პრაქტიკულ გზებზე და რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოს მწვანე მომავლისთვის.

ფოტოგრაფიის ვორქშოპი
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

დაესწარით პრაქტიკულ ვორქშოპს, რომელსაც პროფესიონალი ფოტოგრაფები გაუძღვებიან.

გაიარეთ რეგისტრაცია:
გიორგი შენგელია
ნათელა გრიგალაშვილი

Board Games /სამაგიდო თამაშები
10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

კახეთში ყველასთვის ცნობილი სამაგიდო თამაშების კლუბი “თავსატეხი” არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას. ჩაერთეთ, ითამაშეთ და მოიგეთ პრიზები.

    Opportunities / შესაძლებლობები

    ჭიქა ღვინო, ამბავი, საუბარი

    10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

    მეღვინეობა მოსმიერში, ევროპის დღეზე დღის სცენა ელჩებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ხელოვნებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს დაეთმო. საუბრები გაიმართა ბავშვთა უფლებებზე ლიტერატურაში, ევროპულ განათლებაზე და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ კი წაიკითხა ლექცია “ილიას გზა განათლებაში”.

    Wine Art
    თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის საავტორო მასტერკლასი

    10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

    თანამედროვე ქართველი მხატვარი თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი უნიკალურ მასტერკლასს გაუძღვა, სადაც ქართული ღვინო ბუნებრივ საღებავად იქცა და სტუმრებმა საკუთარი ნამუშევრების შექმნა შეძლეს.

    Wine Art თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის საავტორო მასტერკლასი
    Wine Art

    ღვინის დეგუსტაცია თეონა თოხაძესთან ერთად
    საქართველოს საუკეთესო სომელიე 2026-ის გამარჯვებული

    10 ოქტომბერი 2026 – მეღვინეობა მოსმიერი

    ცნობილმა ქართველმა სომელიემ თეონა თოხაძემ, საქართველოს 2026 წლის საუკეთესო სომელიეს ტიტულის მფლობელმა, სტუმრებს ორ ინტერაქციულ ღვინის დეგუსტაციის სესიაზე უმასპინძლა. მონაწილეებმა დააგემოვნეს მოსმიერის ორი თეთრი ღვინო — ამბერ რქაწითელი, ქისი კლასიკური და წითელი შერეული აპასიმენტო დეკანოიძის მეღვინეობიდან. დეგუსტაციის პროცესში თეონა სტუმრებს ღვინის არომატების, გემოვნური თავისებურებებისა და დაყენების ტექნოლოგიების აღმოჩენაში გაუძღვა. სპეციალური არომატის და სახალისო სენსორული ქვიზების დახმარებით, სესიები შემეცნებითი და გასართობი იყო.

    ღვინის დეგუსტაცია თეონა თოხაძესთან ერთად
    Wine Art
    Wine Art