ევროკავშირის პარტნიორობა ქართველ ხალხთან უკვე 30 წელზე მეტს ითვლის. 2026 წელს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ხალხის წინაშე და გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის, რათა გავაგრძელოთ რეალური ცვლილებების შეტანა ოჯახების და თემების ცხოვრებაში მთელი საქართველოს მასშტაბით.
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში პროგრესის მხარდასაჭერად 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, რაც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, გულისხმობდა სოფლის მეურნეობის გარდაქმნას, რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერას საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის განახლების კოორდინირებას.
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას. თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის დახმარებას.
ახალი პროექტები გულისხმობს:
- ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას პატარა ქალაქებსა და დასახლებებში;
- მოსახლეობის აღჭურვას ისეთი უნარებით, რომლებიც საჭიროა ცვალებადი შრომითი ბაზრისთვის;
- სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას, ოჯახური ფერმების დახმარებას მეტი შემოსავლის გამომუშავებაში და საკვების ხარისხის გაუმჯობესებას;
- ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემცირებას;
- კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას;
- აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერას.