ახალგაზრდული კამპანია “ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი”
ახალგაზრდები საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელოვანი ძალა და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერები არიან. ევროკავშირის პროგრამები საქართველოში ახალგაზრდებს განათლების, მობილობის, მეწარმეობის, ინოვაციების, მოხალისეობის, კულტურის, გარემოს დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაწყებული კამპანია „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ აერთიანებს ახალგაზრდების ისტორიებს მთელი საქართველოდან და გვიყვება იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოში ქმნის. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი მომავლის შექმნასა და საქართველოს ევროპული მომავლის ჩამოყალიბებაში.
ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ არის – ეს არის შესაძლებლობა ისწავლო, შექმნა, განვითარდე, იმოგზაურო და შეცვალო შენი მომავალი.
ყოველდღე, ათასობით ახალგაზრდა საქართველოში ამ შესაძლებლობებს რეალობად აქცევს.
ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის
„სტერეოტიპები მხოლოდ ბარიერებს ქმნის.“ – ახალგაზრდები ამას ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობენ.
„ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივაა, რომელიც 2020 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გაძლერებას, რათა გახდნენ ცვლილებების შემოქმედები და საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით შექმნან უფრო თანასწორი, მდგრადი და ჰარმონიული საზოგადოება.
მარიამი, მეტყველების თერაპევტი და World Vision-ის პროექტის „SKYE NET“-ის ერთ-ერთი მონაწილეა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „SKYE NET“-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მა ახალგაზრდა მეწარმემ სოციალური მეწარმეობისა და ბიზნესის ტრენინგი გაიარა. მარიამი იმ 10 გამარჯვებულს შორის იყო, რომლებმაც დაფინანსება და საჭირო რესურსი მიიღეს, რათა თავიანთი იდეები ბიზნესად ექციათ, რაც ადგილობრივი თემებისთვის გრძელვადიან სარგებელს ქმნის.
როდესაც შენს მომავალზე ფიქრობ, რა როლს ანიჭებ ევროკავშირს, ევროპას?
მწვანე ენერგიის ახალგაზრდა მკვლევარები
კლიმატი. ენერგია. მდგრადობა – რას ნიშნავენ ისინი სინამდვილეში?- ევროკავშირის დაფინანსებული Covenant of Mayors East პროექტი სწორედ ამ კითხვებს პასუხობს ანიმაციური ვიდეოების სერიით, სადაც ახალგაზრდა გმირები პლანეტის ყველაზე დიდ გამოწვევებს უმკლავდებიან.
პროექტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებს, რომ 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის (CO₂) ემისია მინიმუმ 30%-ით შეამცირონ.
რა ხდება, როცა ახალგაზრდები იღებენ იმ ცოდნას, მხარდაჭერასა და შესაძლებლობას, რაც მათ იდეებს რეალობად აქცევს?
Creative Skills Academy-ის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის Creative Compass Georgia ინიციატივის ნაწილია, საქართველოს 10 რეგიონიდან 60-მა შემოქმედმა და დამწყებმა მეწარმემ ახალი უნარები შეიძინა. დღეს 42 მათგანი საკუთარ ბრენდს, სახელოსნოს, საოჯახო სასტუმროს ან სოციალურ საწარმოს მართავს.
“იგრიკა” დიზაინის სტუდიაა, რომელიც ქართულ ხალხურ სიმბოლოებს თანამედროვე რიტმს უბრუნებს ევროკავშირის მხარდაჭერით.
სოციალური საწარმო მხარდაჭერილია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „Greenhouse for Social Innovators” პროექტის მიერ. აღნიშნული ორწლიანი ინიციატივა, აძლიერებს სოციალურ საწარმოებს საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში. პროექტი 45 ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეს დაეხმარა ბიზნეს მენტორობის, სტრატეგიის შემუშავებისა და ინვესტორების მოძიების მიმართულებით, სტარტაპების ფინანსური მდგრადობის 30–50%-ით გაზრდის მიზნით.
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიმართულებით
„ეკო-გმირი“ ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა ქალაქის გამოწვევის ინიციატივის, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერითა, “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებისა და საზოგადოების ჩართვა, რათა ერთობლივად შეიმუშაონ იდეები ქალაქების განვითარებისა და ეკოლოგიური თუ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.
ეს საგანმანათლებლო ანიმაცია ახალგაზრდა ინოვატორების შემოქმედებითმა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა მდგრადი განვითარების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ევროკავშირის პროექტის “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის” ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებმა ახალგაზრდებს წყაროების კრიტიკული ანალიზისა და ყალბი ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების უნარები შესძინა.
სემინარებში 900-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, საქართველოს 22 ქალაქიდან და 7 სოფლიდან
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების შესახებ
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის — ბავშვის უფლებები ოჯახზე, მართლმსაჯულებასა და ცხოვრების სათანადო სტანდარტებზე“ ფარგლებში, UNICEF-ი საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებს.
ღონისძიებების მონაწილეები ეცნობიან ბავშვთა უფლებებს, მათი დაცვის მექანიზმებს და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავენ.