ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროექტები ხორციელდება. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ურბანული გარდაქმნის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია და მოწყობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების განვითარება.
ადგილობრივი ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD) ფარგლებში, რომელიც ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას და საქართველოს რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება.
ადგილობრივი პროექტები 30,800 ევროს ღირებულების საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეირჩა, რომელშიც 22 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა. შეფასების კომისიამ, რომელშიც გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, 52 საპროექტო იდეა განიხილა და ექვსი გამარჯვებული შეარჩია. თითოეულმა გამარჯვებულმა ინიციატივამ 4,500-დან 6,000-მდე ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო.
„ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების შედეგად, მცირდება რეგიონებს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ხოლო არსებული გამოწვევების გადაწყვეტა ხდება ერთიან პრინციპებზე დაყრდნობით. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან, რათა ეს მიდგომა საქართველოშიც დაინერგოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ პროექტებს, რომელთა დაგეგმვაში ჩართულები არიან როგორც მუნიციპალიტეტები, ისე მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ ინიციატივებში გათვალისწინებული იყოს ადამიანების საჭიროებები და მოლოდინები, რაც ხელს შეუწყობს თანასწორი და ინკლუზიური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას“, – აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
ექვსი ადგილობრივი პროექტი 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება და შემდეგ მიმართულებებს დაფარავს:
ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს 2 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიან ინიციატივას „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD). პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში – გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ადამიანებზე ორიენტირებული და გამჭირვალე მმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილზე სერვისების მიწოდების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, EU4ITD-ის წვლილი შეაქვს საქართველოს ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამისა (PIRDP) და 2022-2025 წლების ეროვნული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,