fbpx
Skip to main content

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრი ონლაინ სწავლებას იწყებს

17/07/2020

Covid-19-ით გამოწვეული მკაცრი კანარტინის ფონზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რათა ადგილობრივ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. პირველი ონლაინ სესია 14 აპრილს, ქართული ენის დღეს განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 30 სტუდენტს აქვს საშუალება, დისტანციურად გააგრძელონ ქართული ენის შესწავლა.

მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღედღეს სიმბოლურადონლაინ რეჟიმში განახლდება ქართული ენის გაკვეთილებირაც ვფიქრობ ერთგნვარი ოაზისი იქნება კორონავირუსის პანდემიის დროსგილოცავთ დღევანდელ დღესჩვენი მეგობრობა ყველა ვირუსზე გამძლეაწარმატებებს გისურვებთ!” – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ, ვიდეო მიმართვაში.

ეს ონლაინ კურსი ჩვენ ახალგაზრდებს დაეხმარებადაეუფლონ სახელმწიფო ენას და უკეთ ინტეგრირდნენ საზოგადოებასთანრაც დღეს ასე სჭირდება ჩვენ რეგიონს,”– აღნიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჟანა ხაჩატურიანმა.

პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, სასწავლო ცენტრი ასევე შეიმუშავებს ონლაინ ტესტებს ისეთ სასკოლო საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება. ტესტები შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ყველა კლასის მოსწავლეთათვის და ემსახურება მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ტესტების ინტეგრირება განხორციელდება პოპულარულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე www.izrune.ge-ზე და ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის 26 აპრილიდან.

ახალქალაქის LAG ის სასწავლო ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროექტის „ახალქალაქის სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.enpard.ge