fbpx
Skip to main content

ბიზნეს მოდელის შემუშავება

16/07/2021

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), PMAG შემფუთველთა
კლასტერთან თანამშრომლობით, სთავაზობენ კომპანიებს ტრენინგის პროგრამას
„ბიზნეს მოდელის შემუშავება“.


ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიებს და ასევე კერძო
სექტორში მოღვაწე დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგებისა და ქოუჩინგის შერეულ ფორმატს, რაც
შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მონაწილეს სემინარებზე მიღებული თეორიული
ცოდნა კონკრეტული ბიზნესის საქმიანობას მოარგოს.

ჯგუფური ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
* ბიზნეს მოდელის მეთოდოლოგია.
* კანვას ბიზნეს მოდელი.
* შეთავაზებული ღირებულების ანალიზი.
ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს, მონაწილეები იმუშავებენ მათ კომპანიებზე
მორგებული ბიზნეს მოდელის შედგენაზე, გაანალიზებენ მათი მიმდინარე საქმიანობის
ძლიერ და სუსტ მხარებს და ჩამოაყალიბებენ კომპანიის სტრატეგიულ ხედვას.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმები მოცემულია PMAG-ის ვებგვერდზე:
ტრენინგები თბილისში: https://bit.ly/3B54yM6
ტრენინგები ქუთაისში: https://bit.ly/3yVeENV
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 ივლისი 2021

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა
(UNDP), EU4Business პროგრამის ფარგლებში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას
ემსახურება.