fbpx
Skip to main content

დაიწყო COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოსახლეობის სამიზნე ჯგუფების დასახმარებლად!

07/09/2020

AFEW International-მა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და People in Need და the Netherlands Helsinki Committee-თან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაიწყო რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის განხორციელება. პროექტი მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19 პანდემიით გამოწვეულ მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე რეაგირების საქმეში.

2020 წლის ოქტომბრიდან 2021 სექტემბრამდე პერიოდში AFEW International 9 ორგანიზაციას მცირე გრანტს გამოუყოფს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 5000 ევროს შეადგენს

რა სახის საქმიანობაზე გაიცემა გრანტი?

  • პროექტები, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის სამიზნე ჯგუფების COVID-19-ით გამოწვეული სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ და რომლებიც მათი წევრების ცხოვრების ჩვეული რეჟიმით გაგრძელებას უზრუნველყოფენ
  • ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია აღნიშნული ჯგუფების ერთი ან მეტი წევრის ჯანმრთელობის და/ან ფიზიკური ან სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციის/სათემო ორგანიზაციის ფინანსური და/ან სამართლებრივი მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველი სიტუაციის გამოსწორებისაკენ.
  • საქმიანობა გამოყენებული იქნება ადგილობრივ, ეროვნულ და/საერთაშორისო დონეზე ადვოკატირების ინსტრუმენტად მომავალში მსგავსი საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის.
  • საგანგებო სიტუაციის გამოსწორების ზომები დაუყოვნებლივ იქნება მიღებული და მათი განხორციელება 12 თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება. 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • საგრანტო კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სათემო ორგანიზაცია (CBO), ან გამოხატავდეს შემდეგი ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებს:
    • სექს მუშაკები
    • LGBTQI თემის წარმომადგენლები
    • აივ ინფექციის მიმართ მოწყვლადი ქალები
    • მიგრანტები
    • მოზარდები და/ან ახალგაზრდები  
    • ნარკოტიკების მომხმარებლები
    • აივ ინფიცირებული ადამიანები
  • საგრანტო კონკურის მონაწილე უნდა საქმიანობდეს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკაში, უკრაინაში.
  • საგრანტო კონკურის მონაწილე უნდა იყოს რეგისტრირებული სათემო ორგანიზაცია (CBO). დაურეგისტრირებელმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ პარტნიორი ორგანიზაციების სარეკომენდაციო წერილები.

როგორ უნდა მოხდეს განაცხადის წარდგენა?

შეავსეთ განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ). განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ინგლისურ ან რუსულ ენაზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 27 სექტემბერი 17:00 (ამსტერდამის დროით). განაცხადების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება! განაცხადებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები 3 კვირის ვადაში გახდება ცნობილი. გრანტის ჩარიცხვა დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 14 დღეში მოხდება.

შევსებული ფორმა გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: covid19@AFEW.nl. განაცხადის წარდგენისთანავე ავტომატურ შეტყობინებას მიიღებთ.

დაელოდეთ შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადთან დაკავშირებით. განაცხადების განხილვა მათი წარდგენის ბოლო ვადიდან 3 კვირაში დასრულდება. საგრანტო კონკურსის შედეგები 2020 წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდება.

შეკითხვები გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის ზემოთ მითითებულ მისამართზე ან მიმართეთ ვალერია ფულგას: valeria_fulga@AFEW.nl

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ  – აქ

CoV-19 სოლიდარობის პროგრამის საგრანტო განაცხადის ფორმა – ჩამოტვირთვა