ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა გამიზნულია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.
პროგრამის ფარგლებში, კომპანიები შეძლებენ:
- გააციფრულონ მარაგები და განათავსონ პროდუქცია ელექტრონული კომერციის ადგილობრივ პლატფორმაზე
- გაიარონ ტრენინგი სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში
პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება შერჩევის/კონკურსის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი ამ ბმულზე. დარეგისტრირებულ კომპანიებს პროექტის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დამატებითი დეტალების და პირობების გასაცნობად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: knowhowgeorgia@ebrd.com
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ევროკავშირი ბიზნესისათვის EU4Business პროგრამის ფარგლებში.