fbpx
Skip to main content

ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა

27/10/2021

ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ციფრული ადაპტაციის პროგრამა გამიზნულია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანით.

პროგრამის ფარგლებში, კომპანიები შეძლებენ:

  • გააციფრულონ მარაგები და განათავსო პროდუქცია ელექტრონული კომერციის  ადგილობრივ პლატფორმაზე
  • გაიარონ ტრენინგი სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლებში

პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება შერჩევის/კონკურსის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი ამ ბმულზე. დარეგისტრირებულ კომპანიებს პროექტის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დამატებითი დეტალების და პირობების გასაცნობად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: knowhowgeorgia@ebrd.com

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ევროკავშირი ბიზნესისათვის EU4Business პროგრამის ფარგლებში.