fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, კავკასიაში პირველი სოციალური და მწვანე მეწარმეობის ხელშემწყობი რეგიონული პორტალი შეიქმნა

Idea Bank - "იდეების საცავი"

“იდეების საცავი” პირველი ციფრული პლატფორმაა, რომელიც დამწყებ სოციალურ და მწვანე მეწარმეებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან პოტენციურ ინვესტორებთან აკავშირებს. “იდეების საცავი” ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი ახალგაზრდა სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და განვითარებაა.

პორტალი სამენოვანია და მის ძირითად სამიზნე აუდიტორიას დამწყები მეწარმეები და სოციალური და მწვანე მეწარმეობით დაინტერესებული ინვესტორები წარმოადგენენ. “იდეების საცავი” ახალგაზრდა მეწარმეებს თავიანთი პროფილის შექმნის საშუალებას აძლევს,  ბიზნესიდეის წარმატებულად დარეგისტრირების შემდეგ კი, ის თანდართული აღწერით ფართო აუდიტორიისთვის ხდება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ბიზნესიდეის დეტალურ აღწერაზე და ფინანსურ საჭიროებებზე დაინტერესებულ ინვესტორებსაც აქვთ წვდომა.  პოტენციურ ინვესტორებს პორტალზე ატვირთული ბიზნესიდეების საჭიროებებზე წვდომა საკუთარი კომპანიის პროფილის შექმნისა და მისი ავთენტურობის დადგენის შემდეგ შეუძლიათ.

“იდეების საცავში” ამჟამად 33 იდეაა განთავსებული, საიდანაც 19 საქართველოდან არის, 14 კი -სომხეთიდან. რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის ისინიც არიან, რომლებმაც ევროკავშირისგან 2021 წელს კავკასიის სოციალური ინოვაციების გრანტი მოიპოვეს და თავიანთ ბიზნესს ისეთ სფეროებში იწყებენ, როგორიც არის ნარჩენების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ეკო წარმოება, ჯანდაცვა და სხვ.

მეტი დეტალისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ იდეების საცავის გვერდს: https://ideabank.cenn.org/

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN; ტელ: 599 522 127; E-mail: ana.petriashvili@cenn.org

ახალგაზრდებისახალიამბები, ევროკავშირიახალგაზრდებისათვისახალიამბები