fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ხელშეწყობით, პროექტმა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ განახორციელა ინოვაციური საინფორმაციო კამპანია COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით

17/07/2020
81 წლის ჯემალი გველუკაშვილი საგარეჯოს რაონში, სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს: „სახლიდან გასვლა დიდი პრობლემაა. კარგია ინფორმაციაც და დახმარებაც. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს და საგარეჯოს მერიას დახმარებისთვის.”
პური, სპეციალური საინფორმაციო ეტიკეტით კოვიდ19 – ის შესახებ ქუთასის მაღაზიებში, უკვე მეორე კვირაა იყიდება. საინფორმაციო კამპანიაში, დასავლეთ საქართველოს შვიდი პურის მწარმოებელი კომპანია ჩაერთო და  მაღაზიებში ჯამში 173.760 პური სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტით ვრცელდება. ასევე ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს ათ რეგიონში მოსახლეობას 22.500 მრავალჯერადი ჩანთა გადაეცა, სადაც ასევე კოვიდ19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა დაბეჭდილი.
ეს კამპანია “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა” დაგეგმა.  ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და პროექტის ხელმძღვანელი  ლიკა კილაძე ამბობს, რომ პანდემიის გავრცელების შეჩერების კამპანიაში პირველივე დღეებში ჩაერთნენ და მალე გეგმაც მზად იყო.
“ ჩვენთვისაც სიახლე იყო, გამოცდილებაც არ გვქონდა, რა საჭიროებები იქნებოდა არ ვიცოდით. დავიწყეთ ონლაინ შეხვედრები რეგიონის ჰაბის წარმომადგენლებთან და კომუნიკაციის დროს მივხვდით, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია არ ჰქონდათ. იყო შემთვევები, როცა ტემპერატურა ჰქონდათ და არ იცოდნენ პროცედურები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, სად უნდა დაერეკათ და ფიქრობდნენ ეს უნდა დაემალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკაში გადაიყვანდნენ.  პური ისეთი პროდუქტია, თითქმის ყველა ოჯახი ყიდულობს და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ , დროშიც შეზღუდეულები ვიყავით.”
ცენტრთან ერთად კამპანიაში ჩართულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“. პროექტი, 2017 წელს დაიწყო და საქართველოს ათ რეგიონულ ჰაბს აერთიანებს, პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება და სამი წლის განმავლობაში,  110-ზე მეტი აქტივობის განხირციელებაა.
22 მარტს, ერთ-ერთი პირველი კლასტერი, 80-მდე კონტაქტით საქართველიში, რომელსაც კოვიდ19 დაუდასტურდა მარნეულის კლასტერია სწორედ მაშინ დაიწყო მედიამ საუბარი, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, ინფორმაცია ვირუსის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე არ არსებობდა. ასევე რისკის ზონა იყო, კახეთის რეგიონი, სადაც ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანული ცხოვრონს და მარნეულთან ხშირი კონტაქტი აქვთ. სწორედ ამ დროს, ინფორმაციის დროული გავრცელება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.
კახეთის ჰაბის წარმომადგენელი და მედია ცენტრი კახეთის დირექტორი, მაია მამულაშვილი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კახეთის აზერბაიჯანულ თემში საინფორმაციო ჩანთები დაარიგა.
“ამ დიდი პროექტის ფარგლებში დავიწყეთ იმ საჭიროებებზე ფიქრი, რაც კოვიდ19- თან ბრძოლისთვის იქნებოდა ეფექტური. მუდმივად ვცვლით ინფორმაციას ჰაბის წარმომადგენლები. ტელევიზორი და ინტერნეტი სოფლის მოსახლეობისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არაა. არსებობს ენის ბარიერიც, ამაზე მეტყველებს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების რაოდენობაც.”
რეგიონებში, კამპანიაში ჰაბებთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მოხალისეებიც ჩაერთნენ. მათ სოციალურად დაუცველ ოჯახსებს პროდუქტები, სწორედ სპეციალური  საინფორმაციო ჩანთებით დაურიგეს.
“სოფლებში მივდიოდით, მოსახლეობას ჩანთებს ვურიგებდით, ასევე ვტოვებდოთ სოფლის მაღაზიებში, არც მაღაზიებში ჰქონდათ ინფორმაცია და მოსახლეობაც იქვე, პირდაპირ კითხვას იწყებდა. სეომხურ ენაზე არაფერი არ იყო დაბეჭდილი. “ გვითხრა გიორგი ანდღულაძემ, რომელიც სამცხე ჯავახეთის ჰაბის წარმომადგენელია და მის რეგიონში 230.000 მოსახლიდან 100.000 ეთნიკურად სომეხია.
მისი თქმით, სამცხე ჯავახეთში მოსახლეობა ინფრმაციას ტელევიზიით და ინტერნეტით ნაკლებად იღებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცორესობა ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებიდან იღებს და როგორც გიორგი ანდღულაძე ამბობს, ხშირად დეზინფორმაცია ვრცელდება.
სამცხე ჯავახეთში 6800 ცალი საინფორმაციო ჩანთა დაარიგეს.
ვირუსმა -კოვიდ19, თითქმის მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ბოლო მონაცმებით ინფიცირებულია 566 ადამიანი.
ქვეყანაში მეორე თვეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ორ თვეზე მეტია, ყველა ჯერ-ჯერობით ბოლომდე შეუსწავლელ ვირუსს ებრძვის.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).