fbpx
Skip to main content
ევროკავშირი საქართველოსთვის

სამ ათწლეულზე მეტი ხნია, რაც ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოსთან უნიკალურ და მჭიდრო პარტნიორობას, მხარს უჭერს ქვეყნის უწყვეტ განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ექსპერტიზით, ინოვაციებითა და ფინანსური მხარდაჭერით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებზე.

დღეს ევროკავშირი წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ, რომელიც ქართული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემისა და პოპულარიზაციის პარალელურად მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზეორიენტირებული. ევროკავშირი იყო ქვეყნის საჯარო სექტორის ფუნქციონირების უწყვეტად და სისტემურად გაუმჯობესების კატალიზატორი, როგორც საქართველოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის დღის წესრიგის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი საუკეთესო ევროპული პრინციპებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ევროკავშირმა შეუქმნა უამრავი შესაძლებლობა ქვეყნის ახალგაზრდა მოსახლეობას, იცხოვროს და სწავლოს ევროპაში, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს, სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ და გამოიყენონ მიღებული ცოდნა უფრო ძლიერი და წარმატებული საქართველოს ასაშენებლად.

წაიკითხეთ სრულად

ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ სუფთა გარემოსა და მდგრადი ცხოვრების წესის დანერგვისთვის. ქართველებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის ძლიერი თანამშრომლობა ხელს უწყობს ადამიანების ციფრულ და ფიზიკურ გარემოში დაკავშირებას, უნარების გაუმჯობესებას და ცხოვრების გამრავალფეროვნებას. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გამგზავრების შესაძლებლობამ სარგებელი მოუტანა საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია და ყოველწლიურად გამოყოფს დაახლოებით 100 მილიონი ევროს საგრანტო ფონდს საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მდგრადი და წარმატებული საქართველოსთვის, ვაშენებთ ევროპულ მომავალს ქვეყნის ხალხისა და მომავალი თაობებისთვის.

ეკონომიკური განვითარება

Economic Development / ეკონომიკური განვითარება

ევროკავშირის მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელიც შეძლებს, შესთავაზოს თავის მოქალაქეებს უკეთესი შესაძლებლობები. 2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რასაც მოჰყვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებები, რომელთა მიზანია, ქართული ბიზნესისა და პროდუქციისათვის ეტაპობრივად ხელმოსაწვდომი გახადოს ევროკავშირის ბაზარი.

ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ განვითარებას ქვეყანაში დაფინანსების, ტრენინგებისა და ექსპორტის მხარდაჭერის გზით. სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით ევროკავშირი ცდილობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგის – მოდერნიზაციას, რომელშიც მისი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დასაქმებული. მხარდაჭერა მოიცავს ამ სფეროში არსებული საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას და ორიენტირებულია აღნიშნულ სექტორში ხარისხის, სტანდარტებისა და ზოგადი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, ასევე სოფლად მაცხოვრებელი თემების საარსებო წყაროების გაუმჯობესებაზე ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და ადგილობრივი საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობის გზით.

წაიკითხეთ სრულად

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბაზრებზე. ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერა მოიცავს პოლიტიკისა და ინსტიტუციონალურ რეფორმას, საბიუჯეტო მხარდაჭერას, დაფინანსებას, გრანტებს, ცოდნის გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საბაზრო შესაძლებლობების შექმნას. დღესდღეობით ქვეყანაში შეინიშნება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის ზრდისა და მათი კლასტერებად ჩამოყალიბების ტენდენცია. ამ საწარმოებს მიეცათ უკეთესად ფუნქციონირების საშუალება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნისა და საკუთარი წარმოების ზრდის შესაძლებლობა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებით სარგებელს იღებს საქართველოს მოსახლეობა: იქმნება სამუშაო ადგილები, ძლიერდება ქვეყნის ეკონომიკური ქმედუნარიანობა.

ჩვენი მხარდაჭერის ეფექტიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო ინსტიტუტებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, რაც მოიცავს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოებას, შრომის პოლიტიკის სიღრმისეულ გაუმჯობესებას და მეწარმეობის ტრენინგების მხარდაჭერას. დასაქმების ნაკლებობა საქართველოს მოქალაქეების მთავარი პრობლემაა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაოს მაძიებელთა აღჭურვას იმ უნარ-ჩვევებით, რასაც საერთაშორისო ბაზარი მოითხოვს. საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრობლობით, ევროკავშირი ორიენტირებულია შესაბამისი უნარების თავსებადობაზე, მომუშავე სერვისების რეფორმირებასა და განათლების ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.

ვიდეო ისტორიები

კულტურა

კულტურა

ევროკავშირი მუდმივად უჭერს მხარს კულტურის გაზიარებას მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის, თუ სხვა სფეროში. ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ქართულ ადგილობრივ კულტურსა და ისტორიულ მემკვიდრეობ, როგორც ადგილობრივი თემების თვითგადარჩენისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუცვლელ ელემენტს. 

ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური კულტურის პოპულარიზაციას, რაც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, დაცვას და შემოქმედებითი სექტორის განვითარებას. 2015 წლიდან მოყოლებული, საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში “Creative Europe“, რომელიც მხარს უჭერს კულტურული, შემოქმედებითი და აუდიო-ვიზუალური სექტორების განვითარებას. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო პროექტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ოპერა, სამუზეუმო სფერო, არქიტექტურა, კინოფესტივალები და საგამომცემლობო მიმართულება. მიმდინარე ფაზა მიზნად ისახავს ახალი ამბების მედია-სექტორის მხარდაჭერასა და ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მედიისა და აუდიო-ვიზუალური ინდუსტრიების მდგრადობის გაძლიერებას.

წაიკითხეთ სრულად

ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე ქალაქთან თანამშრომლობს. ეს ქალაქები სწავლობენ საკუთარი კულტურული და შემოქმედებითი სექტორების პოტენციალს და ახორციელებენ ისეთ აქტივობებს, რომელთა შედეგები დადებითად აისახება როგორც ამ ქალაქებში მაცხოვრებელ თემებზე, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. ევროკავშირი ეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს, გახდნენ თავდაჯერებულნი თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობისას და ახდენს ინვესტირებას აღჭურვილობაში, სტანდარტებში, ტრენინგებსა და ისეთ პროცესებში, რაც ეხმარება მცირე მწარმოებლებს შეინარჩუნონ მდიდარი კულტურული ტრადიციები და ამავდროულად მიიღონ შემოსავალი.

ვიდეო ისტორიები