fbpx
Skip to main content

ევროკავშირის გაფართოება

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

EU Enlargement

2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესასრულებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა.

“გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა! ევროკავშირის ოცდაშვიდმა ქვეყანამ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის ქართველი ხალხის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. 
იხილეთ ფოტოები ღონისძიებიდან აქ.

2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ყოვლისმომცველ და ეფექტიან სასამართლო რეფორმას.

„გაფართოება ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკაა. ჩვენი კავშირის საბოლოო შევსება ისტორიის მოწოდებაა, ეს ევროკავშირის ბუნებრივი ჰორიზონტია. ამასთანავე, აღნიშნულ პროცესს ძლიერი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები მოაქვს.  გაფართოების ბოლო რაუნდებმა აჩვენა, რომ უზარმაზარი სარგებელი მიიღეს როგორც ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, ასევე თავად ევროკავშირმაც. საბოლოოდ, ყველა მოგებული რჩება,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, ეწვიეთ ჩვენს გვერდს.

ევროკავშირის ელჩის განცხადება

“ევროპის გუნდის” მიმართვა საქართველოსთვის

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ნაბიჯები

ფაქტებისა და მონაცემების დოკუმენტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ

გაიგეთ მეტი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შესახებ EU Neighbours East ვებგვერდზე

მაღალი დონის განცხადებები ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის რეკომენდაციის შესახებ

ევროკავშირის ელჩის განცხადება ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

“გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს. გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა – საქართველოს მოსახლეობას – ხალხს, რომელიც ყოველთვის, მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს.”ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი

უყურეთ განცხადების სრულ ვერსიას ⇒