fbpx
Skip to main content

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ევროპის დღე ახლოვდება. ყველას გიწვევთ ევროპის დღის აღსანიშნავ ზეიმზე! ჩაინიშნეთ კალენდარში 2024 წლის 11 მაისი და მობრძანდით თბილისის ექსპო ჯორჯიაში საინტერესო და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული დღის გასატარებლად.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. ევროპის დღე საქართველოში უკვე წლებია აღინიშნება და ის ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მოვლენაა. გამონაკლისი არც ეს წელი იქნება, ვინაიდან ექსპო ჯორჯია ამჯერად ევროკავშირის საოცრებათა ქვეყნად გადაიქცევა.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა,

  • გაეცნონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს და გაიგონ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ „ევროპის გუნდის“  პავილიონში. მოემზადონ საინტერესო აქტივობებისთვის,  ვიქტორინებისთვის, პრიზებისთვის, ტრადიციული კერძებისა და კულტურული პროგრამისთვის პავილიონი 4 და 5-ში
  • გაეცნონ ევროკავშირის საქართველოში საქმიანობას იმ პროექტების მეშვეობით, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვთ,  გაერთონ ინტერაქტიური თამაშებით, ვიქტორინებითა და ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის შესაფერისი მრავალი სხვა აქტივობით პავილიონი 11-ში და მის ეზოში.
  • დაესწრონ საინტერესო თოჯინურ სპექტაკლს “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პავილიონი 3-ის მიმდებარე ეზოში
  • დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები ქართველი ფერმერებისგან „უნიკალური ქართული გემოს“ ბაზრობაზე  პავილიონი 3-ის მიმდებარე ეზოში.
  • აღმოაჩინონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები, დაათვალიერონ გამოფენა და შეიძინონ უნიკალური ნივთები პავილიონი 3-ში.
  • ჩაერთონ ფორუმის ტიპის საუბრებში საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ. მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში ევროკავშირის ღირებულებების, კულტურის, გარემოსა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ პავილიონი 6-ში.
  • გემრიელად დაისვენონ კვების ზონაში პავილიონი 11-ის უკან მდებარე ეზოში.

      გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება პავილიონი 4-ში 11:30 საათზე

      გაიგეთ მეტი ევროპის დღე 2024-ის შესახებ

      ევროპის დღის აქტივობები

      გაიგეთ მეტი ევროპის დღე 2024-ის შესახებ
      იხილეთ გასული წლის ევროპის დღის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები აქ.

      ევროპის დღე ექსპო ჯორჯიაში დაუვიწყარი მოვლენა იქნება, რომელიც ყველა სტუმარს მისთვის საინტერესოს შესთავაზებს. შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ერთობა, მრავალფეროვნება და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ძლიერი კავშირი.
      თვალყური ადევნეთ ამ საინტერესო მოვლენასთან დაკავშირებულ ახალ ამბებსა და განცხადებებს. შევხვდებით ექსპო ჯორჯიაში!

      დღის წესრიგი

      EuroVillage

      გაეცანით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს და გაიგეთ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობის შესახებ.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 4 და 5
      ⇒ როდის: 11:00-20:00

      ევროკავშირის სივრცე

      გაეცანით ევროკავშირის საქართველოში საქმიანობას იმ პროექტების მეშვეობით, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვთ.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 11 და მისი ეზო
      ⇒ როდის: 11:00-20:00

      აგრომარკეტი: უნიკალური ქართული გემო

      დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები ქართველი ფერმერებისგან „უნიკალური ქართული გემოს“ ბაზრობაზე.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 3-ის მიმდებარე ეზო
      ⇒ როდის: 11:00-20:00

      EuroVillage

      ჩაერთეთ ფორუმის ტიპის საუბრებში საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 6
      ⇒ როდის: 12:00-18:00

      იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი

      EU Zone

      დაესწარით საინტერესო თოჯინურ სპექტაკლს “ლუნა და ციცინათელების პლანეტა“.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 3-ის მიმდებარე ეზო
      ⇒ როდის: 13:00; 15:00; 17:00

      Agromarket: Unique Georgian Taste

      აღმოაჩინეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები, დაათვალიერეთ გამოფენა და შეიძინეთ უნიკალური ნივთები.

      ⇒ სად: ექსპო ჯორჯია, პავილიონი 3
      ⇒ როდის: 11:00-20:00