fbpx
Skip to main content
კულტურა / Culture

ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს უნიკალურ კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას, რაც მოიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვასა და შემოქმედებითი დარგის განვითარებას. 2015 წლიდან საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში ‘შემოქმედებითი ევროპა’, რომელიც მხარს უჭერს კულტურული, შემოქმედებითი და აუდიო-ვიზუალური დარგების დახვეწას. პროგრამის მიმდინარე ფაზა მიზნად ისახავს საინფორმაციო მედიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მხარდაჭერას, აგრეთვე მედიისა და აუდიო-ვიზუალური დარგების მდგრადობის გაძლიერებას.

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ადგილობრივი კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ქალაქები, კერძოდ, ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი, საკუთარი კულტურული და შემოქმედებითი სექტორების პოტენციალს შეისწავლიან და ისეთ კულტურულ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში და ასევე ამ ქალაქებს ფარგლებს გარეთ დადებით ცვლილებებს გამოიწვევენ. ამ სახის საქმიანობით კულტურა ქალაქების მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის საკვანძო ელემენტი გახდება.

წაიკითხეთ სრულად

ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას იმ მცირე ბიზნესების მხარდაჭერით, რომლებიც ტრადიციულ ნაწარმს და ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. აღნიშნული გულისხმობს ადგილობრივი მეწარმეებისთვის ევროპელ კოლეგებთან თანასწორი ვაჭრობის პირობების შექმნას აღჭურვილობის, სტანდარტების დანერგვის, სასწავლო კურსებისა და იმ პროცესების დაფინანსების კუთხით, რომლებიც მცირე მეწარმეებს კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და, ამავე დროს, შემოსავლის მიღებაში ეხმარება. ევროკავშირის დახმარებით მწარმოებლები საკუთარ თემში სამუშაო პირობებს აუმჯობესებენ და ადგილობრივ მომხმარებლებს უკეთესი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობენ.

ევროკავშირს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს შემოქმედებითი სექტორების მდგრად განვითარებასა და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაში. კერძოდ, ის ხელს უწყობს დარგის პოტენციალის გაძლიერებას, კონტაქტების დამყარებას, ქმნის თანამშრომლობის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს დაფინანსებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს რეგიონების ქალაქებზე.

და ბოლოს, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართულ კინოინდუსტრიას 2017 წელს შექმნილი „ქართული კინოკლასტერის“ მეშვეობით. „ქართული კინოკლასტერი“ წარმოადგენს ოფიციალურად რეგისტრირებულ სუბიექტს. ის აერთიანებს კინოწარმოებისა და პოსტწარმოების მიმართულებებში მოღვაწე  წამყვან პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ   ქართული კინოინდუსტრიის განვითარების საერთო ხედვა. მისი წევრები ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას და ინდუსტრიის მიმართ ინტერესის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. კლასტერი ასევე ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს და მხარს უჭერს არსებული საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებას.

ვიდეო ისტორიები

ახალი ამბები


მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ევროკავშირმა საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს  კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 000 ევრო გადასცა

ისტორია


ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ქართული მოზაიკის აღდგენას

„იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“: ინკლუზიური ხელოვნების გაკვეთილები ქუთაისში

ქართულმა პროექტმა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

შესაძლებლობები


ევროკავშირის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და ინოვაციების მიმართულებით პროექტების კონკურსი გამოცხადდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

EU4Culture კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის გრანტების ახალ კონკურსს იწყებს