fbpx
Skip to main content

საქართველოს ახალგაზრდები ევროკავშირის მომავალი მოქალაქეები არიან. ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირი ხარისხიანი განათლების მიღებასა და პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ეხმარება. ევროკავშირი თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის, Erasmus+-ის, მეშვეობით, საქართველოს სტუდენტებსა და მასწავლებლებს ევროპის უნივერსიტეტებთან მყარი კავშირების დამყარებაში უწყობს ხელს. 2014 წლიდან დღემდე Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში 11,000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით საქართველო ბოლო ათი წლის მანძილზე Erasmus+-ის პროგრამით მოსარგებლე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდა.

საქართველოში ფუნქციონირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სასკოლო პროგრამა, საშუალო სკოლის პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ევროკავშირისა და რეგიონში მისი საქმიანობის უკეთ გაგებას, ასევე უზრუნველყოფს ევროპული მიმართულების საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის პროგრამაზე წვდომას.

წაიკითხეთ სრულად

ფორმალური და არაფორმალური განათლების გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებისთვის შრომის ბაზარზე ინტეგრაციისათვის საჭირო პროფესიული უნარების განვითარების მიზნით ევროკავშირი ტექნიკურ დახმარებას სახელმწიფო უწყებებსაც უწევს. ბოლო 10 წლის განმავლობაში დასაქმების სერვისებისა და უნარების განვითარების მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად სამუშაოს 30,000-ზე მეტი მაძიებელი შესაბამის ადგილზე დასაქმდა. რაც შეეხება იმ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა შესაძლებლობებზე, ევროკავშირი მათ ეხმარება საკუთარი უნარების განვითარების, ეკონომიკური გააქტიურების და თავიანთ თემებთან მუშაობის კუთხით.

გარდა ამისა, ევროკავშირმა საკუთარი წვლილი შეიტანა ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის საქართველოში მეგობრული გარემოს შექმნას. საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ქვეყნის ახალგაზრდული სექტორის რეფორმას, ახალგაზრდობის სააგენტო ხელმძღვანელობს.

ციფრული ჰაბები ახალქალაქში

ისტორიები


შესაძლებლობები და უნარები: EU4Youth პროგრამის ხუთწლიანმა საქმიანობამ  საქართველოში ათასობით ახალგაზრდას მოუტანა სარგებელი

გზა წარმატებისკენ: ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებული სოციალური საწარმო-სასწავლო ცენტრი „გარისელი“ ოფიციალურად გაიხსნა

ახალი ამბები


უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები (CBHE) 2024

შენი შანსი, გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — შეიტანე განაცხადი ახლავე!

ევროკავშირი საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს

შესაძლებლობები


შესაძლებლობები და უნარები: EU4Youth პროგრამის ხუთწლიანმა საქმიანობამ  საქართველოში ათასობით ახალგაზრდას მოუტანა სარგებელი

გზა წარმატებისკენ: ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების დაწყებაში ეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებული სოციალური საწარმო-სასწავლო ცენტრი „გარისელი“ ოფიციალურად გაიხსნა