fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა საკუთარ პრიორიტეტად აქცია ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სხვა ისეთი ინიციატივების შემუშავების შედეგად, როგორიცაა სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის რეფორმა. კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები საქართველოს ევროკავშირის გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და სტანდარტებთან აახლოებს და გარემოს უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. ყოველივე ზემოაღნიშნული საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) მეშვეობით, რომელიც Global Gateway-ს სტრატეგიის განმახორციელებელი იარაღია, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე, რაც ხელს უწყობს ენერგიისა და ფინანსური რესურსების დაზოგვას და შენობებში სითბოს შენარჩუნებას. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც არა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ შეამცირებს ენერგეტიკული სექტორის უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. ევროკავშირმა დიდი წვლილი შეიტანა ძირითადი ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზებაში და საქართველოს კავკასიის მასშტაბით პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში დაეხმარა. ევროკავშირი აგრძელებს სარემონტო სამუშაოების დაფინანსებას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარედ, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს აწარმოებს. EIP-ის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პროექტს წარმოადგენს თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც სარგებელს 1 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს.

გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს ასევე ეხმარება ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში, წყლის სექტორის რეფორმირებაში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებების ჩატარებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში. ევროკავშირი მიზნად ისახავს სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების მართვის და კანონმდებლობის გაუმჯობესებას და განსაზღვრავს გარემოსდაცვითი რისკების მართვის მექანიზმებს.

ევროკავშირის მხარდაჭერა გამოს დაცვის მიმართულებით

ვიდეო ისტორიები

ახალი ამბები


პარტნიორობა სუფთა ჰაერისთვის საქართველოში

საქართველოს წვლილი მწვანე შეთანხმებაში: ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროში

2021 წლის 5 ივნისს ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

ისტორიები


ენერგოეფექტური სკოლები და საბავშვო ბაღები – რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის?

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

გოგონა სვანეთიდან, გარემოზე ზრუნვით ევროკავშირის და CENN-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

შესაძლებლობები


საგრანტო კონკურსი – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის

ევროკავშირის დაფინანსებული GESR პროექტი ენერგოეფექტურობის საკითხების გაშუქების თემაზე მედიის მენტორობის პროგრამას იწყებს საქართველოში

ევროკავშირი ვიზუალურ ხელოვანებს ენერგოეფექტურობის შესახებ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს