fbpx
Skip to main content

საუბრები “ჩემი ევროპა”

შემოგვიერთდით 6 მაისს “ექსპო ჯორჯიაში” ღონისძიებაზე “საუბრები: ჩემი ევროპა”, რომელიც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ტარდება. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად, წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. 

გაიგეთ მეტი ღონისძიების სპიკერების შესახებ: https://bit.ly/41Tf2LJ

„ჩემი ევროპა“ – ასე ჰქვია ახალი ფორმატის ამბის თხრობის ღონისძიებას, რომელიც 6 მაისს, 16:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება აქ მოსულ აუდიტორიას შესაძლებლობას მისცემს, ცნობილი ადამიანების ინსპირაციული საუბრები მოისმინოს.

სწორედ ეს ადამიანები გაგვიზიარებენ საკუთარ ევროპულ გამოცდილებას, მოგვიყვებიან პერსონალურ ისტორიებს და გვეტყვიან, რა გავლენა იქონია მათ ცხოვრებასა და პიროვნულ განვითარებაზე ევროპამ. იქიდან გამომდინარე, რომ „ჩემი ევროპის“ ამბის მთხრობელები განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები არიან, მრავალფეროვანი იქნება მათი გამოსვლებიც – სასაუბრო თემები შეეხება ხელოვნებას, ბიზნესს, ლიტერატურას, აქტივიზმს და სხვა. 

„ჩემი ევროპა“ იქნება პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ახალი იდეების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. ისინი გაეცნობიან რეალურ ისტორიებს და გაგვიზიარებენ საკუთარ შეხედულებებს, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროპული იდეა. 

გამოგვყევით ღონისძიების Facebook გვერდზე

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს ღონისძიების მონაწილეების შესახებ მეტი ინფრომაციის მისაღებად.

თაკო ქველიძე და დათო გორგილაძე

ნიკოლოზ რაჭველი

ეკატერინე ტოგონიძე

ილო ბეროშვილი

მაკა ანთიძე

რატი ამაღლობელი

ნინო ზამბახიძე

გიორგი ქადაგიძე

ბექა ადამაშვილი

რუსუდან ფეტვიაშვილი

მებო ნუცუბიძე

ანა გოდაბრელიძე