საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
წლევანდელი მოსავალით შედეგები უკვე სახეზეა: ფერმერებმა მოსავლიანობის 40%-ით გაზრდა და წარმოების ღირებულების 30%-მდე შემცირება, და მასთან, სხვადასხვა გამოწვევებთან, მაგალითად გვალვასთან გამკლავება შეძლეს. ასევე, ახალი კულტურები, როგორიცაა ტკბილი სიმნიდი და ბროკოლი, მოიყვანეს.
ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ამ ფერმერებიდან ხუთი მათგანის წარმატების ისტორიას გაგაცნობთ. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, მაგრამ მთავარი მაინც ახალი მიდგომებია – გარემოსთან მეგობრული, და სწორად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობას – ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ფერმერებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციაში დავეხმაროთ.
ჩვენი მიზანია, საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გავხადოთ.
ფერმერთა მხარდამჭერი პროგრამის და წარმატების ისტორიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კამპანიის ვებგვერდი და Facebook გვერდი კონტაქტი: თამარ ხუნწარია, ეკონომიკური განვითარების მიმართულების ექსპერტი, EU4Georgia III, +995 595 989916, tamar@commwithus.eu |