
EU ENPARD გრანტები – “კატეგორია 1: ზოგადი საგრანტო შესაძლებლობები
პროგრამას გააჩნია ორი მიმართულება: ზოგადი და სპეციფიკური.
ზოგადი მიმართულება შეესაბამება ENPARD-ის ყველა მუნიციპალიტეტს და სთავაზობს განმცხადებლებს აირჩიონ შესაძლო სამი ტიპის აღჭურვილობა. თუმცა, განმცხადებელს არ შეუძლია აირჩიოს თითო ტიპიდან ერთზე მეტი აღჭურვილობა. ზოგერთი აღჭურვილობა შეესაბამება ჩვეულებრივ 40%-იან თანამონაწილეობრივ გრანტს, თუმცა ზოგიერთი წარმოადგენს სპეციალურად წახალისებულ ინვესტიციას და მიესადაგება 60%-იან თანამონაწილეობრივ გრანტს. გთხოვთ იხილოთ დეტალები ქვემოთ:
ნულოვანი დამუშავების სათესი:
ბრენდი: Sakalak
მოდელი: სხვადასხვა
მომწოდებელი: “აგრომოტორსი”
აღჭურვილობის ღირებულება: 18,050 – 20,200 აშშ დოლარი
თანამონაწილეობრივი გრანტი: 60%, ანუ 10,830 – 12,120 აშშ დოლარი
თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია: 40%, ანუ 7,220 – 8,080 აშშ დოლარი
მაქსიმალური რაოდენობა: 1 ერთეული
მოთხოვნა: მხოლოდ მარცვლეულის მწარმოებლებისთვის
წვეთოვანი სარწყავი სისტემა:
მოდელი: წარმოებული კულტური შესაბამისი
მომწოდებელი: “ანტგეო”
აღჭურვილობის ღირებულება: იხილეთ ქვემოთ
თანამონაწილეობრივი გრანტი: 60%
თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია: 40%
მაქსიმალური რაოდენობა: 3 ჰექტარი
მოთხოვნა: ფერმას უნდა ჰქონდეს წვდომა წყალზე
|
მთლიანი ღირებულება (ლარში) |
გრანტი (ლარში) |
კონტრიბუცია (ლარში) |
|||
მინ |
მაქს |
მინ |
მაქს |
მინ |
მაქს |
|
1 ჰექტარი მულჩის გარეშე |
5,165 |
6,341 |
3,099 |
3,805 |
2,066 |
2,536 |
1 ჰექტარი მულჩით |
7,652 |
4,591 |
3,061 |
|||
3 ჰექტარი მულჩის გარეშე |
10,822 |
13,346 |
6,493 |
8,008 |
4,329 |
5,338 |
3 ჰექტარი მულჩით |
17,175 |
10,305 |
6,870 |
ტრაქტორის კომპლექტი
მოდელი: იხილეთ ქვემოთ
მომწოდებელი: 10 შესაძლო მომწოდებელი, იხილეთ ქვემოთ
აღჭურვილობის ფასი: იხილეთ ქვემოთ
თანამონაწილეობრივი გრანტი: 40%
თანამონაწილეობრივი კონტრიბუცია: 60%
მაქსიმუმი ოდენობა: 1 ერთეული + აგრეგატები
მოთხოვნა: უნდა შეესაბამებოდეს ფერმის საქმიანობას
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრაქტორთან ერთად, განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი აგრეგატები, იმავე მომწოდებლისგან. აგრეგატები დაფინანსდება 40%-იანი გრანტით, მაქსიმუმ 3,000 დოლარის საგრანტო ოდენობის ზედა ზღვარით. (დაანგარიშდება ტრაქტორის გრანტის დამატებით).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო ციკლის მსვლელობისას შესაძლოა შეიცვალოს ყველა მითითებული ფასი, რასაც თან მოჰყვება FAO-ს მიერ გაცემული მაქსიმალური საგრანტო ოდენობის ცვლილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გრანტის დადასტურების შემთხვევაში, მომწოდებელს მოეთხოვება განახლებული ინვოისის მოწოდება, რომლის ფასიც უნდა შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ საფასო დიაპაზონს.
მიზნობრივი მუნიციპალიტეტები:
- ახალქალაქი
- ბორჯომი
- დედოფლისწყარო
- ყაზბეგი
- ქედა
- ხულო
- ლაგოდეხი
- თეთრიწყარო
