fbpx
Skip to main content

ფესტივალი „ამო წალკაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა

ფესტივალი „ამო წალკაში“ / Visit Tsalka

 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წალკაში ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ორგანიზებული იყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ

ფესტივალის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ფესტივალმა უზრუნველყო ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზატორებისა და სხვა სტუმრების წალკაში, ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.

„ეს ღონისძიება კიდევ უფრო უსვამს ხაზს ადგილობრივ განვითარების ჯგუფების გადამწყვეტ როლს იმ მიმართულებების განვითარებაში, რა მიმართულებითაც ისინი აქტიურობენ. თემის ხელმძღვანელობით ადგილობრივი განვითარება, ან CLLD, უკვე 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირის სოფლის განვითარების ბირთვს წარმოადგენს. ადგილობრივი სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და რესურსების განაწილებაზე მათი ტერიტორიის განვითარებისთვის ადგილობრივი აქტორების ჩართვით, ამ პროცესმა მრავალი სოფელს აყვავების საშუალება მისცა როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად. პროექტის „ეს წალკაა“ LAG-ის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად ეფექტურია CLLD-ის ეს მიდგომა საქართველოში სოფლად. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებით და მისი განხორციელებით ადგილობრივ და ეროვნულ სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობით, პროექტმა ახალი ენერგია შემოიტანა წალკის განვითარებაში, რასაც დღეს ფესტივალის მიმდინარეობისას ვხედავთ. ვულოცავთ ორგანიზატორებს და დიდ მადლობას ვუხდით CENN-ს, GFA-ს და წალკის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვის.”განაცხადა ჟორჟ დეუმ, პროგრამის ოფიცერმა და  ატაშემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მეწარმეების, სტარტაპების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და მცირე ბიზნესების პროდუქტების/სერვისების გამოფენა-გაყიდვა. ამასთანავე, გაიმართა ახალგაზრდების საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ბავშვების მიერ დახატული ნახატების გამოფენა-გაყიდვა. გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ავღნიშნო, რომ მსგავსი ფესტივალების და ინიციატივების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა  და  ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის. წალკის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნებრივი, ეკონომიკური და სოციალური მრავალფეროვნებით და პროექტი „ეს წალკაა“ დაწყების დღიდან ხელს უწყობს  ადგილობრივებივი  პოტენციალის განვითარებას. სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა კი, კიდევ უფრო აძლიერებს მსგავსი პროექტების მდგრადობას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას.” – აღნიშნა გოგი მეშველიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა. 

ტურისტული თავგადასავლებით დაინტერესებული სტუმრები წალკის კანიონზე ორგანიზებულ ტურისტულ მარშრუტს შეუერთდნენ და წალკის ტურისტულ  პოტენციალს გაეცნენ. 

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შეხვედრის შესაძლებლობა წალკის ულამაზეს ბუნებაში.  წალკა, არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობის, არამედ წალკელების მხრიდან მართლაც, რომ აღმოსაჩენია და პროექტის სახელი და აქტივობები მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება. დიდი მადლობა, რომ გვესწრებით, რადგან ჩვენთვის თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერისთვის. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პროექტში ჩართულობისთვის. წალკის პროექტი ENPARD-ის წინა პროექტებისგან განსხვავებით მნიშვნელოვან ყურადღებას, არსებულ სამ მიმართულებასთან ერთად, მეოთხე მიმართულებაზეც ამახვილებს, რაც მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციასა და გაძლიერებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი წალკის მუნიციპალიტეტის აღმოჩენის, ადგილობრივების ინტეგრაციის, ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და საქმიანი კავშირების დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობაა.“განაცხადა მელანო ტყაბლაძემ, CENN-ის პროექტის მენეჯერმა.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციასა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. 

„პროექტმა შეძლო და  გააერთიანა არა მარტო სხვადასხვა ინტერესებისა და ბიზნეს მიმართულების  მქონე ადამიანები, არამედ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ფერმერთა ასოციაციის ჩართულობითა და ბიზნესის განვითარების მიზნით,  წალკაში მცხოვრებმა  ფერმერებმა  სხვადასხვა ტრენინგებით აიმაღლეს ცოდნა და შეიძინეს ახალი გამოცდილება“ – აღნიშნა  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ. 

ფესტივალის ბოლოს გაიმართა ლაივ კონცერტი  გიორგი სუხიტაშვილისა და გიორგი ცხადაძის შესრულებით. 

ფესტივალს ესწრებოდნენ ევროკაშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენელები, ფერმერები, ბიზნესი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ამო წალკაში„ პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

ნათია მსხილაძე, GFA, კომუნიკაციის მენეჯერი, 591-05-19-05, nmskhiladze@gfa.org.ge  
მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, 577-95-90-20 marie.kikvadze@cenn.org

რეგიონალურიგანვითარებისახალიამბები, სოფლისგანვითარებისახალიამბები