fbpx
Skip to main content

„ჩაის გზა“ გურიაში – განახლებული ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს ბიზნესის განვითარებისკენ უბიძგებს

ჩაის გზა / Tea Route

ოზურგეთში, სოფელ ბახვში მცხოვრებმა დავით თენიაშვილმა ჩაის მოყვანა ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ, განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა, სოფელში მასშტაბური პლანტაციებიც გააშენა, სხვადასხვა სახეობის ჩაის წარმოებაც დაიწყო და აგროტურიზმის მიმართულების განვითარებაც.

მოგვიანებით, გაფართოების კიდევ უფრო მეტი ამბიცია გაჩნდა – თუკი კახეთში „ღვინის გზა“ არსებობს, გურიაში „ჩაის გზა“ რატომ არ უნდა იყოსო, იფიქრეს ადგილობრივებმა. ინიციატივა განხორციელდა – „ჩაის გზის“ მარშრუტი შეიქმნა, თუმცა არ იყო თავად გზა.

„ხშირად გვსტუმრობდნენ უცხოელი სტუმრები, მაგრამ ისეთი გზა გვქონდა, ძალიან აფერხებდა მისვლა-მოსვლას და ეს ყველაფერი ძალიან დიდი პროებლემა იყო. გზა იყო ძალიან ცუდი და ამ ყველაფერში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამამ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და ახლა ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი გვაქვს იდეალურ მდგომარეობაში“, – აღნიშნავს დავით თენიაშვილი და ამბობს, რომ სწორედ ამ გზის რეაბილიტაციამ მისცა სტიმული, რომ ახალი საწარმო აემუშავებინა.

„ეს იქნება ჩაისა და მშრალი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც 60 ადამიანს დაასაქმებს, ამ პატარა სოფელში. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა. აქ არა მარტო ის არის, რომ ფინანსურად გავძლიერდეთ, არამედ ადამიანები ადგილზე დამაგრდნენ და ირგვლივ მეწარმეობის შანსი გაჩნდეს“, – განმარტავს მეწარმე.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სოფელ ბახვის პატარა უბანი ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდა – შეიქმნა სასათბურე მეურნეობები, საოჯახო სასტუმროები. სასტუმროს გახსნის იდეა გაუჩნდა გაბრიელ თენიაშვილსაც, რომელიც აგროტურიზმის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„სტუმარებს ვთავაზობთ სადემონსტრაციო ნაკვეთში გასაუბრებას, ჩაის ისტორიის შესახებ, გურული ტრადიციული ჭილოფის ქუდებით და ბამბუკის კალათებით ხელში, როგორც ადრე ხდებოდა ჩაის კრეფა პლანტაციებში. მოწყობილი გვაქვს სადეგუსტაციო სივრცე“, – ყვება გაბრიელი და განმარტავს, რომ სადაც გზა არის, იქ ეკონომიკაც მეტად ვითარდება, რეგიონის ცნობადობაც იწევს და მოსახლეობასაც მეტი შესაძლებლობა აქვს.

რეგიონალურიგანვითარებისისტორია