fbpx
Skip to main content

75 წელი შუმანის დეკლარაციის ხელმოწერიდან

28/04/2025

ერთად აღვნიშნოთ რაც გვაერთიანებს.

ევროპის დღე არის დრადიცია, რომელიც აღნიშნავს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, – 1999 წლის 27 თებერვალს ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა საქართველოს ევროპული გზის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროკავშირის ურთიერთობამ საქართველოსთან მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო. 9 მაისს, რობერტ შუმანის დეკლარაციის ხელმოწერიდან 75 წლის თავზე, ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმას, რაც გვაერთიანებს. მაგრამ რა გვაერთიანებს სინამდვილეში? ერთობლივი პროექტები? ღირებულებები? დიახ, ეს ყველაფერი და მრავალი სხვაც. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სოლიდარობის სულისკვეთება, რასაც ევროპის დღე განასახიერებს. სულისკვეთება, რომელიც დღევანდელ რთულ დროშიც კი, არის ის რაც უზრუნველყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ხალხისადმიმეგობრობაში, პარტნიორობაში და საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის საერთო რწმენაში.

მუსხელის წვლილი ევროინტეგრაციაში

ამ სულისკვეთებას ღრმა ფესვები აქვს. მეოცე საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ევროპა ევროპის საუკეთესო მოაზროვნეები ფიქრობდნენ იმის შესახებ როგორ დაემყარებინათ კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობა. მათ შორის იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისი აზრით გამოსავალი ინტეგრაცია, კონტინენტზე მრავალფეროვანი ერთობის შექმნა იყო. ქართული წამოშობის მეცნიერი, მიშელ მუსხელი იყო ერთ-ერთი გავლენიანი ხმა ფრანგულ აკადემიურ წრეებში. მან დააფუძნა „ფედერალისტთა უნივერსიტეტთაშორისი გაერთიანება“ (Interuniversity Federalist Union), რომლის მსგავსი ორგანიზაციებიც შეიქმნა იტალიაში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1948 წელს მან პროფესორ გასტონ სტეფანისთან (Gaston Stefani) ერთად გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი დაწერა. 1949 წელს კი გამოქვეყნდა ევროპული ინტეგრაციის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: მუსხელის სტატია „ევროპა ფედერალიზმის წინაშე“.

მიშელ მუსხელი 1903 წელს თბილისში დაიბადა, ევროპაში სასწავლებლად წასულმა კი, 1921 წლის ოკუპაციის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

მიხეილ მუსხელიშვილის და სხვების იდეა ერთიანი ევროპის შესახებ რეალობად მალევე აქცია 1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანის დეკლარაციის ხელმოწერამ, რომელიც ევროკავშირის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდა. თავდაპირველად დასავლეთ გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა ბელგიამ და ლუქსებურგმა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება ჩამოაყალებეს. ის კი საბოლოოდ გარდაიქმნა ორგანიზაციად, რომელმაც 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა. რობერტ შუმანის დეკლარაციის ხელმწორის დღე უკვე მრავალი ათწლეულია აღინიშნება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროპის დღე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმბოლური თარიღი: ხელმოწერიდან 75 წლის თავზე ვხედავთ, რომ ეს არის იმ ევროპული პროექტის უზარმაზარი წარმატების დადასტურება, რომელიც 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაიწყო და რომელმაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ჩვენს საერთო წარსულ ვიხსენებთ და მოუთმენლად ველით იმ მომავალს, რომელიც გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ავაშენოთ“.

ევროპის დღე 2025 ექსპო ჯორჯიაში

ევროკავშირის წარმატების ისტორია მხოლოდ მისი საზღვრებით არ შემოიფარგლება და მოიცავს მის პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ერთად ვაშენებთ დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საერთო სივრცეს. ამ მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგების ნახვა წელსაც ექსპო ჯორჯიაში იქნება შესაძლებელი. ყველაზე მასშტაბური ტრადიციულად მე-11 პავილიონი იქნება, სადაც დამთვალიერებლებს ევროკავშირის მიერ მთელს საქართველოში დაფინანსებული ინიციატივების ნახვა შეეძლებათ – განათლებიდან მდგრად განვითარებამდე, დასაქმებიდან თანასწორობამდე.

მე-11 პავილიონის მიმდებარეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნებას და შეძენას მოახერხებთ. ასევე გაიგებთ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის განვითარებას, შეხვდებით ადგილობრივ ოსტატებს და გაიგეთ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

მრავალფეროვანია მე-3 პავილიონის პროგრამაც. აქ ევროპის დღეზე მოსულებს დახვდებათ აუდიო-ვიზუალური გამოფენა “ეს ქვეყანა შენია” და ფოტო გამოფენა ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც წარმოადგენს კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულ დოკუმენტურ ფოტოებს. აქვე გაიმართება საგანმანათლებლო თამაში „წიგნების თარო“, სადაც ახალგაზრდები გამოავლენენ თავიანთ ცოდნას ევროპის ისტორიის, ლიტერატურის და ღირებულებების შესახებ.

ევროპის დღის ფარგლებში, მე-3 პავილიონის მახლობლად შეფი ქეთი ბაქრაძე და ევროკავშირის დიპლომატები გიწვევენ კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ავთენტური ევროპული კერძები.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები თავიანთ კულტურას მე-6 პავილიონში წარადგენენ. აქვე გაიგებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ.

მრავალფეროვან ღონისძიებებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი EU საუბრები #ertad-ს უკავია, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან. ისინი იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში. საუბრების მოდერატორი მწერალი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი ივა ფეზუაშვილი იქნება.

მასთან ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, გვითხრა რომ „ ევროკავშირში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა პატარა ერი თავისი კულტურით არის ფართოდ წარმოჩენილი [ევროკავშირში]. რომ შეხედო ქართველს, ბულგარელს და ჰოლანდიელს რაც აქვთ საერთო არის ის, რომ აქვთ თვითმყოფადი კულტურა გვაქვს და ამ კულტურით შედიხარ და ეგ არის ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო, რომ მე რაღაცას კი არ ვკარგავ ევროკავშირში შესვლით, არამედ რაღაც მიმაქვს ევროკავშირში. რაღაც ახალს ვაძლევ, რაც მას არასდროს ქონია.

ევროკავშირი მრავალფეროვანი ერთობაა. მიშელ მუსხელის ისტორია კი ერთ-ერთია იმ მრავალ ისტორიასა თუ კავშირს შორის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს.

ერთად გავატაროთ ევროპის დღე! აღვნიშნოთ რაც გვაერთიანებს!

გაიგეთ მეტი: https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-2025/