fbpx
Skip to main content

დავდგეთ ერთად: განაცხადების მიღება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში COVID-19 სოლიდარობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

06/10/2020

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტმა (The Netherlands Helsinki Committee (NHC)) დაიწყო განაცხადების მიღება COVID-19 სოლიდარობის რეგიონულ პროგრამაში 2020-2022: Covid-19 ციხეებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში” მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და People in Need-სა და AFEW International-თან პარტნიორობით ხორციელდება.

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი „ადამიანის უფლებები ფსიქიატრიაში“ (ფედერალური გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, FGIP) თანამშრომლობით გეგმავს გრანტების გაცემას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა მათ მოახდინონ დახურულ დაწესებულებებში (როგორც პენიტენციალურ, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში) COVID-19 პრევენციისა და მკურნალობის ღონისძიებების ზეგავლენის მონიტორინგი. ჩვენ გავცემთ ქვეგრანტებს 4 ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე 9-12 თვის ვადით. გრანტის თანხა 6000-12000 ევროს ფარგლებში იმერყევებს.

მიზნები

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოახდენენ მონიტორინგს და წარმოადგენენ ანგარიშს შესაბამისი საკითხების შესახებ; მათ შორის ჯანდაცვა (შეწყვეტა) და ადვოკატებთან, ნათესავებთან ან ახლობლებთან კონტაქტი (კონტაქტის შესაძლებლობის არარსებობა) და ა.შ.
  • დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი პირების, პერსონალის, ნათესავების, ადვოკატებისათვის რჩევებისა და დახმარების გაწევა იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი COVID-19 პრევენციისა და მკურნალობის დროს აწყდებიან.

განაცხადები მიიღება იმ ორგანიზაციებისაგან (ან კონსორციუმებისაგან), რომლებსაც ეროვნული პრევენციული მექანიზმის (NPM) შესაბამისად, ან ხელისუფლებასთან გაფორმებული სხვა სახის შეთანხმების საფუძველზე უკვე აქვთ წვდომა დახურულ დაწესებულებებთან. განმცხადებლებმა, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალურად გაფორმებული ურთიერთობა იმ სამთავრობო ორგანოებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ დახურულ დაწესებულებებთან წვდომას, უნდა დაამტკიცონ, რომ მათ გააჩნიათ მონიტორინგის საფუძველზე სანდო ინფორმაციის მოპოვების გამოცდილება და დეტალურად განმარტონ, თუ როგორ მოხდება ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვება.

განაცხადი შეიძლება მოიცავდეს მთელი ქვეყნის მასშტაბს, ან შემოიფარგლოს ცალკეული რეგიონებით; ისინი შეიძლება ორიენტირებულნი იყვნენ დახურულ დაწესებულებათა მხოლოდ ერთ კატეგორიაზე (ანუ, მხოლოდ პენიტენციალურ, ან მხოლოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე), ან ორივე მათგანზე. მისი მიზანია დახურულ დაწესებულებებში COVID-19-თან დაკავშირებული საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა, ამ ტიპის დაწესებულებებში არსებულ პირობებთან დაკავშირებით მიმდინარე აქტივობების პარალელურად.

სამიზნე ქვეყნები

შემოთავაზებული პროექტები უნდა ეხებოდეს შემდეგი ქვეყნების დახურულ დაწესებულებებს:

  • სომხეთი
  • საქართველო
  • მოლდოვა
  • უკრაინა

მონაწილეობის კრიტერიუმები

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ან მათ კონსორციუმებს, რომლებსაც გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი და დაფუძნებულნი არიან სომხეთში, საქართველოში, მოლდოვაში, ან უკრაინაში. კონსორციუმების შემთხვევაში, აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ძირითად განმცხადებელს. ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს დახურულ დაწესებულებთან წვდომა ეროვნული პრევენციული მექანიზმის (NPM) შესაბამისად, როგორც ეს გათვალისწინებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატიურ ოქმში (OPCAT), ან გაფორმებული უნდა ჰქონდეს სხვა სახის შეთანხმება, რომელიც მათ ამ ტიპის დაწესებულებებში შესვლის საშუალებას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს არ აქვს ოფიციალური ურთიერთობა სამთავრობო ორგანოებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ დახურულ დაწესებულებებში შესვლას, განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მას აქვს გამოცდილება, მიიღოს მონიტორინგის საფუძველზე სანდო ინფორმაცია და დეტალურად განმარტოს, თუ როგორ მოხდება ასეთი ინფორმაციის შეგროვება.

განაცხადში დადასტურებულად უნდა იყოს მითითებული შემდეგი:

  • ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციად რეგისტრაციის სტატუსი
  • შემოთავაზებული პროექტის შესაბამისად საქმიანობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება
  • მსგავსი მოცულობის ბიუჯეტის მართვის გამოცდილება

ამ პროგრამაში განაცხადების წარდგენისა და მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ საჯარო სამსახურებს, სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ თუ რეგიონულ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ან პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებულ ორგანიზაციებს. პროექტის შემოთავაზებული ხანგრძლივობა უნდა იყოს 9-დან 12 თვემდე.

როგორ შევიტანოთ განაცხადი?

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი:

  • დანართი 1 – განაცხადის ფორმა
  • დანართი 2 – ბიუჯეტი
  • ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა (ორიგინალი და ინგლისურენოვანი თარგმანი)
  • ორგანიზაციის წესდება (თუ შესაძლებელია, ინგლისურ ენაზე)
  • მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია
  • პროექტის გუნდის წევრების რეზიუმეები (CV)
  • თუ განაცხადს წარმოადგენს კონსორციუმი: განაცხადის ფორმაში მითითებული უნდა იყოს თანამშრომლობის პროცესი და ცალკეულ წევრებს შორის მოვალეობების განაწილების მონახაზი (დანართი 1).


განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ, ან რუსულ ენებზე (იხ. ქვემოთ). ყველა წარდგენილ განაცხადს ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, განაცხადი უნდა იყოს დასკანერებული და გაიგზავნოს ელექტრონულად.

განაცხადი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა გაეგზავნოს ქ-ნ ლიზან ველდტს შემდეგ მისამართზე:  LVeldt@nhc.nl

სრული განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 ოქტომბერი. არასრული, ან დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადთან დაკავშირებული შეკითხვები ასევე ელექტრონულად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 2020 წლის 9 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: LVeldt@nhc.nl

შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოხდება მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გადაწყვეტილებები მიღებული და გამოცხადებული იქნება არაუგვიანეს 2020 წლის 6 ნოემბრისა.

დამატებითი დეტალები განაცხადთან დაკავშირებით (ინგლისურად და რუსულად)

განაცხადის ფორმა, ბიუჯეტი და დანართები (ინგლისურად და რუსულად)