ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აგრძელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების მხარდაჭერას მესტიის მუნიციპალიტეტში
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელიც დაარსდა ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების მხარდაჭერას მესტიის მუნიციპალიტეტში. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის მარტში დასრულდა, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩართულობით, 223 პროექტის იდეიდან შეირჩა 50 ინიციატივა. ეს ინიციატივები მუნიციპალიტეტის 17-ივე თემს წარმოადგენს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ბიზნესის განვითარება, არაკომერციულ ინიციატივებს სოციალური მხარდაჭერა და თემის განვითარება.
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მუშაობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების პირველ შედეგების გასაცნობად, 6-7 სექტემბერს სვანეთს ესტუმრა ბატონი ჟორჟ დეუ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი. 2-დღიანი პროგრამის ფარგლებში, ბატონმა ჟორჟ დეუმ მოინახულა მიმდინარე და დასრულებული ბიზნეს და კომერციული ინიციატივები, მათ შორის ნახევარფაბრიკატების საწარმო „იფარის საოჯახი სამზარეულო“ იფარის თემში, ხის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც აწარმოებს სამკურნალო მცენარეებსა და ჩაის, ხის საამქრ და საკალმახე მულახის თემში. ბატონი ჟიორჟ დეუ ასევე შეხვდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მომსახურების მიმწოდებელს წვირმის თემში, რომელსაც პროექტისგან აღჭურვილობა გადაეცა და დაესწრო ლატალის თემში რძის ფერმის მშენებლობის პროცესს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს სტომატოლოგიური კლინიკა დაბა მესტიაში, რომელმაც პროექტის მხარდაჭერით სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა.
ვიზიტი ასევე მოიცავდა სხვადასხვა სოციალურ და არაკომერციულ ინიციატივებს, რომელიც საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მათ შორის იყო რეაბილიტაციის ცენტრი და გასართობი სივრცე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ მიერ; ქალების სოციალური საწარმო „ ლატლიიშდ“ ლატალის თემში, რომელმაც დაარსა სამკერვალო და ასევე ჩართო ადგილობრივი ქალები ტრადიციული სვანური პროდუქტების წარმოებაში. საწარმოს წევრებმა ადგილზე მოახდინეს რამდენიმე უნიკალური პროდუქტის სვანური საპონის, სვანური მარილისა და თექის წარმოების დემონსტრირება.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სათემო ინფრასტრუქტურის პროექტები, რომლებიც პროექტისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა, მათ შორის ახალ აშენებული სპორტული მოედანი ლენჯერის თემში და რეაბილიტირებული სასმელი წყლით მომარაგების სისტემა სოფელ წვირმში.
“ევროკავშირი, სოფლის განვითარების LEADER მიდგომის ფარგლებში, მხარს უჭერს ადგილობრივი ინოვაციური და ინკლუზიური კომერციული თუ სოციალური ინიციატივების დაფინანსებას, რადგან მსგავსი პროექტები პასუხობენ ადგილობრივ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. მოხარული ვარ, რომ მომეცა მსგავსი მრავლფეროვანი პროექტების ნახვის საშუალება მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ ხელი შეუწყონ მოსახლეობის ცხოვრების პირობების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმების ზრდას და ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში. ზემო სვანეთის ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა, მისი არსებობის მცირე პერიოდს განმავლობაში წარმოაჩინა თავისი როლი და მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის სოციო–ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავი იყო LAG-ის პასუხი კოვიდ19-ის შედეგად შექმნილი კრიზისის საპასუხოდ. ამ კუთხით, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ახალგაზრდული ფრთის წვლილს, რომლებმაც თავიანთი მისწრაფებების რეალიზება მოახდინეს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საშუალებით. ასევე მინდა ხაზი გავუსვა LAG-ის თანამრომლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რის შედეგადაც განხორციელდა ერთობლვი სათემო პროექტები, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა LEADER მიდგომის მნიშვნელობა და წვლილი ადგილობრივი მმართველობის განვითარებაში. მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს მომავალ წელს, რათა ვნახო LAG-ის საქმიანობის განვითარება და მისი მუშაობის ეფექტი ადგილობრივ სოციო–ეკონომიკურ განვითარებაზე,” განაცხადა ბატონმა ჟორჟ დეუმ.
აღნიშნული სტუმრობა კარგი შესაძლებლობა იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, სტუმრებისთვის გაეცნოთ საკუთარი პროექტები, მომავლის გეგმები და ხედვა. პროექტის მონაწილეებმა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილეს ადგილობრივი საჭიროებები, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები.
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აქტიურად არის ჩართული საგრანტო კონკურსით მხარდაჭერილი პროექტების შერჩევისა და პოპულარიზაციის საკითხში. ზემო სვანეთის LAG-ის წევრებმა გაიუმჯობესეს თავიანთი შესაძლებლობები პროექტების შერჩევისა და მონიტორინგის საკითხებში. პროექტის გუნდთან ერთად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები თავად მონაწილეობდნენ განმცხადებლების საველე მონიტორინგისა და შერჩევის პროცესში. ლაგ-ის ახლაგაზრდული ფრთა კი აგრძელებს ინიციატივების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას და პროექტებს შედეგების გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა ასევე აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა თემში საზოგადოებისთვის საჭირო და რელევანტურ საკითხებზე მოსახლეობისთვის ინფორმაციების მიწოდება ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების სახით. ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში, LAG-ის წევრებმა მოამზადეს ტრენინგ მოდულები და გამართეს ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა აგრო -ტურიზმი, პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა, სოციალური კამპანია და რესურსების მოძიება. გარდა ამისა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული მესტიისა და სხვა მთიანი რეგიონების ტერიტორიული ბრენდირების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა ქეა ავსტრიის მიერ ინიცირებული შეხვედრის შედეგად. ტერიტორიული ბრენდირების სტრატეგიების განხორციელება მოხდება მესტიის მუნიციპალიტეტში ზემო სვანეთის ადგილობრივი გავითარების ჯგუფის აქტიური მუშაობით, ქსელური მუშაობითა და თანამშრომლობით სხვა ადგილიბრივი განვითარების ჯგუფებთან, ქეა ავსტრიის, PMC კვლევითი ცენტრისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით და ჩართულობით.
პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ხორციელდება ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების პროგრამების საინფორმაციო ხელმძღვანელი, tamar@commwithus.eu
- ლევან დადიანი, პროექტის მენეჯერი, ქეა, Levan.Dadiani@care.org
- ქეთი ქართველიშვილი, კომუნიკაციის კოორდინატორი, ქეა, Katie.Kartvelishvili@care.org
ენპარდისახალიამბები, ლაგისახალიამბები, სოფლისგანვითარებისახალიამბები