fbpx
Skip to main content

ევროკავშირისა და KfW ბანკის მხარდაჭერით აჭარაში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება

10/04/2024

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქობულეთში, ოჩხამურში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონია გაიმართა.

პროგრამა მიზნად ისახავს აჭარის 39 სოფელსა და ნახევრად ურბანულ ტერიტორიებზე, შეიქმნას წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემები.

ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის, საქართველოში გერმანიის საელჩოს, ევროკავშირის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, „აჭარის წყლის ალიანსის“ და ადგილობრივ საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია, მომავალი სამშენებლო სამუშაოების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე იგეგმება ექვსი წყლის რეზერვუარის, ოთხი სათავე ნაგებობის, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სეპტიკური ავზების მშენებლობა.

„წყალი არის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატური ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ამრიგად, ევროკავშირს, აჭარის მთავრობასა და KfW ბანკს, სხვადასხვა ოპერატორებსა და სხვა მოწყვლად მხარეებს შორის თანამშრომლობა არის საკვანძო, დეფიციტის წინაშე მდგარ ადგილებში, წყლის მდგრადი მართვისთვის“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და წყლის, IR კოორდინაციის ოფიცერმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან – ანდრეა ბაგიოლიმ.

„ეს პროექტი ევროპის გუნდის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. ამ პროექტის ხელშეწყობის შედეგად მოსახლეობის არა მარტო აუცილებელი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, არამედ ტურიზმის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება“, – განაცხადა გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა. 

 „აღნიშნული სამუშაოების დაწყების ცერემონია, წარმოადგენს წყლისა და წყალარინების საიმედო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს. პროგრამა აჭარის მოსახლეობისთვის სუფთა, უწყვეტ წყალმომარაგებას და ჩამდინარე წყლების სათანადო განკარგვას უზრუნველყოფს, რაც გადაჭრის წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ.

ევროკავშირის, KfW ბანკის და აჭარის მთავრობის თანამშრომლობით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა სუფთა და მდგრადი სასმელი წყლისა და ადეკვატურად ჩაშვებული წყალარინების მომსახურებაზე, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის „სუფთა წყალი და სანიტარია“, მიღწევას უზრუნველყოფს. განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროგრამის ძირითადი შედეგები:

  • უწყვეტი წყალმომარაგება: პროექტის განხორციელების შემდგომ, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფილი იქნებიან 24/7 უწყვეტი და მდგრადი წყალმომარაგების სისტემით;
  • ჩამდინარე წყლების ეფექტიანი მართვა: პროექტის ფარგლებში, დაინერგება ჩამდინარე წყლების სისტემური მართვის მიდგომები, ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებით, რაც წვლილს შეიტანს საზოგადოების მდგრად განვითარებაში;
  • ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი: გაუმჯობესებული ჰიგიენური სტანდარტები და 24 საათიანი წყალმომარაგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ტურიზმის განვითარება: პროგრამა დადებით გავლენას იქონიებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნასა და სერვისებზე, რაც მოსალოდნელია რომ გამოიწვევს ტურიზმის სტიმულირებას. ტურიზმი კი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მიმართულებაა;   
  • საზოგადოების გაძლიერება: ადგილობრივი საზოგადოების წევრები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სისტემების მოწყობასა და შენარჩუნებაში. დამატებით, პროგრამა ქმნის ახალ სამუშაო შესაძლებლობებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებები: ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად, პროგრამის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო აქტივობები, რათა ხელი შეუწყოს წყლის პასუხისმგებლიან გამოყენებას და კონსერვაციას. ასევე, აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ჩამდინარე წყლების სისტემების და სეპტიკური ავზების სწორად მართვის მიმართულებით;

პროგრამის შესახებ

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა ორგანიზებულია საქართველო-გერმანიასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის  ფარგლებში, KfW ბანკის (43 მილიონი ევრო) და ევროკავშირის (6.95 მილიონი ევრო) თანადაფინანსებით და საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი წვლილით (54.6 მილიონი ევრო). პროექტისთვის KfW ბანკიდან დაგეგმილია დამატებით 10.3 მილიონი ევროს დაფინანსება, რომელიც ხელმისაწვდომი 2024 წლის გაზაფხულზე გახდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული ჩამდინარე წყლების სისტემებით ისარგებლებს.

განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლებში ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სტიმულირებას. პროგრამას ახორციელებს სააქციო საზოგადოება (სს) „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც შექმნილია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის მთავრობის მიერ.

სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ტერიტორიებზე: 

ხულოს მუნიციპალიტეტი: ხულოს ნახევრად ურბანული ტერიტორია, დიოკნისი, დუაძეები, ოქრუაშვილები, ძირკვაძეები, ღურძაული, დეკანაშვილები, ზედა დეკანაშვილები, თხილაძირი, ქვედა ვაშლოვანის განახლება, ძმაგულა.

შუახევის მუნიციპალიტეტი: შუახევის ნახევრად ურბანული ტერიტორია, ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები, ჟანივრი, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული, ვარჯანაული, გომარდული, ჭალა, წყაროთა, სხეფი, სხეფელა, გორეკეთი, თერნალი, წანკალაური;

ქედის მუნიციპალიტეტი: ქედის ნახევრად ურბანული ტერიტორია,, ტიბეთა, არსენაული, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი, ვაიო, აკუცა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: ერგე, ჯოჭო, კირნათი, კობალეთი; 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს დასახლება, ჩაქვისთავი, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ოჩხამური;