fbpx
Skip to main content

საუბრები: ჩემი ევროპა

ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი, დირიჟორი

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი და გაეროს კეთილი ნების ელჩი საქართველოში. საკუთარ თავში აერთიანებს კომპოზიტორის, დირიჟორისა და სოლისტ-შემსრულებლის პროფესიებს და ხშირ შემთხვევაში მის საკონცერტო გამოსვლებს განსაკუთრებით შთამბეჭდავს სწორედ ეს ერთობლიობა ხდის.

ნიკოლოზ რაჭველი ისტორიული რეფორმის ინიციატორია, რომლის შედეგად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს საქართველოს მთავრობის მიერ მიენიჭა კანონიერი უფლება თავად აირჩიონ შემოქმედებითი ხელმძღვანელი. დღეისათვის ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ისტორიაში პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია.

მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს წამყვან საკონცერტო დარბაზებში. როგორც კომპოზიტორი და დირიჟორი თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან.

2020 წელს Deutsche Grammophon-მა გამოსცა ლიზა ბათიაშვილის აუდიო ალბომი სახელწოდებით City Lights ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური ვერსიებით, რომელიც ჩაიწერა თბილისში და ბერლინში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ბერლინის Rundfunk-Sinfonieorchester-თან ერთად. სპეციალური მოწვევით: ქეთი მელუა, თილ ბრონერი, მილოში და მაქსიმილიან ჰორნუნგი. 2022 წელს გამოიცა ალბომის დამატებითი სინგლი – ნიკოლოზ რაჭველის ხორუმი. ალბომის ევროპული პრემიერა დაგეგმილია 2023 წლის 14 მაისს ბერლინში.

ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი

1999-2009 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ და შემდეგ „ალიონის“ წამყვანი. მისი ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. მისი ავტორობით გამოცემულია შვიდი წიგნი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“ (2012).

ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობები შესულია სხვადასხვა ლიტერატურულ ანთოლოგიაში, მისი ტექსტები ნათარგმნია ინგლისურ, ჩეხურ, რუსულ, აფხაზურ და გერმანულ ენებზე. 2017 წელს რომანი „ასიქნრონი“, ხოლო 2021 წელს „სამი ამბავი“ გამოსცა ავსტრიულმა გამომცემლობა „SEPTIME“-მ.

2014-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის განყოფილებას. 

ამავე წლებში მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე და იყო სახალხო დამცველის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. კითხულობს ლექციებს მედიის თემატიკაზე.

ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე

ნინო არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი, რომელიც 5000 წევრ ფერმერს აერთიანებს. ის ასევე ხელმძღვანელობს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინოვაციურ სტარტაპებსა და ციფრულ პლატფორმებს. 2020 წელს გახდა ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება „მერკური 2011“-ის გამარჯვებული და მას „წლის მეწარმე ქალის“ საპატიო წოდება მიენიჭა. ნინო გახდა პირველი ქალი, რომელსაც 2012 წელს ჰილარი კლინტონის პატრონაჟით შექმნილი ორგანიზაციის – „მოახდინე ინვესტირება მომავალში“ –  კოორდინატორობა დაეკისრა.

 2017 წელს ნინო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა. 

ის ბიზნესის ადმინისტრირებაში გრენობლის ბიზნესის ეკონომიკური სკოლის მაგისტრია. 2016 წელს ნინო გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ წლის მეწარმედ დასახელდა. მას აქვს სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის აკადემიის სერტიფიკატი საჯარო პოლიტიკაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი ტრანსფორმაციული ლიდერობაში, და სხვა.

მარგარიტა ანთიძე, ჟურნალისტი

მარგარიტა 1988 წლიდან აშუქებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტს.  მას აქვს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილება, კონფლიქტების, მთავარი პოლიტიკური მოვლენების, ასევე კონფერენციებისა და  სამიტების გაშუქების ჩათვლით.

მარგარიტა იყო Reuters-ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის გაშუქებისთვის დააჯილდოვეს. 2021 წლიდან ასწავლის ჟურნალისტიკას და ატარებს ტრენინგებს, 2023 წლის იანვარში კი გახდა პროექტი 64-ის მთავარი რედაქტორი.

მებო ნუცუბიძე, მუსიკოსი, ტელეწამყვანი

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური სტუდიის Heima Production-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლიდან მებო ნუცუბიძე უღვება მუსიკალურ გადაცემას „აკუსტიკა“. ის კარგად არის ცნობილი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით, როგორიცაა: The BearFox, The Rylans და Mebo Renard. 2022 წელს მებო ნუცუბიძე თანაპროდიუსერი იყო ვასო აბაშიძის სახელობის  ახალი თეატრისთვის შექმნილი მიუზიკლის “მე გადავცურავ ზღვას”, რეჟისორი დავით დოიაშვილი.

ბექა ადამაშვილი , ქოფირაითერი, სცენარისტი

2011 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა. მისი ავტორობით გამოცემულია ორი წიგნი – “ბესტსელერი” (2014) და “ამ რომანში ყველა კვდება” (2018), რომლის მეშვეობითაც ის 2019 წელს EUPL-ის (ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი) პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა. ბექა ასევე არის ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებული, მისი წიგნები ნათარგმნია ათზე მეტ ენაზე. 2016-2021 წლებში ბექა ადამაშვილი მუშაობდა კრეატიულ  სააგენტო „Leavingstone“-ში ჯერ – ქოფირაითერის, შემდეგ კი კრეატიული დირექტორის პოზიციაზე. ის ასევე კითხულობს ლექციებს შემოქმედებითი წერის კურსის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში.

ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი, მასწავლებელი

2005 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი. 2007 წელს ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამით გაემგზავრა ევროპაში, სადაც ორი წლის განმავლობაში სამ უნივერსიტეტში (ლუქსემბურგი, პრაღა, ბოხუმი) ისწავლა და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2009 წლიდან სხვადახხვა დროს ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში და ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობებში. 2016 წლიდან ასწავლის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, ისტორიასა და ფილოსოფიას.

გიორგი ქადაგიძე, ფინანსების პროფესიონალი

გიორგი ქადაგიძეს 2001 წელს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ორმაგი ხარისხი თბილისის მენეჯმენტის ევროპულ სკოლასა და პრესტონის უნივერსიტეტში. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა მაგისტრის ხარისხით, 2014 წელს კი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროგრამა – “Program for Leadership Development” ბოსტონში(აშშ).

გიორგი 2009-2016 წლებში იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნტისა და საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. მისი თაოსნობით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი ჯილდო მიიღო. გიორგი ქადაგიძე 2014 წელს ჟურნალმა “The Banker”-მა ევროპაში ცენტრალური ბანკის წლის მმართველად დაასახელა.

კითხულობს ლექციებს საქართველოსა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე არის “Nexus Asset Management”-ის მმართველი პარტნიორი.

რატი ამაღლობელი, Პოეტი

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. Მისი ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად გამოქვეყნდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი (2010-2011).  2011-2015 წლებში საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა.

არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი.
TBC ბანკთან ერთად არის ლიტერატურული. პრემიის “საბა“-ს დამფუძნებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ილო ბეროშვილი, ტელეწამყვანი

ილო ბეროშვილი პროფესიით ფილოლოგია, მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს საფეხბურთო კარიერას, რომელიც  2000 წელს დაიწყო, როდესაც ის „ვიტ ჯორჯიას“ შეუერთდა.

“კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს”- ასე გაიცნო ილო საზოგადოებამ. პროექტი მისი  და კომპანია “ჯეოსელის” თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. 2014 წლიდან ტელეკომპანია “იმედზე” მიჰყავდა გადაცემა „ილო ბეროშვილის შოუ“. მან დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.  ასევე მუშაობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში. ამჟამად მუშაობს „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავდა გადაცემა “Მთავარი ბიჭები”, ახლა კი უძღევება  „ილო ბეროშვილის შოუს“.

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი

პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა ექვსი წლის ასაკში. მას შემდეგ პერსონალური გამოფენები იმართება მთელ მსოფლიოში, მათ შორის პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ჟენევაში, ვენაში, ბუდაპეშტში და ა.შ. რუსუდანის ილუსტრაციებით გამოიცემულია მრავალი წიგნი. მათ შორისაა „საქართველოს ეროვნული ზღაპრები“ და ცნობილი ფრანგული გამოცემა „ვეფხისტყაოსანი“. ფეტვიაშვილი შეტანილია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „XX საუკუნის 2000 ცნობილი პიროვნებები“. თბილისში მოქმედებს რუსუდან ფეტვიაშვილის ხელოვნების გალერეა. რუსუდანი თანამშრომლობს ძვირადღირებული გერმანული კერამიკისა და ჭურჭლის ბრენდთან Villeroy & Boch-თან. დამზადდა რამდენიმე შეზღუდული გამოშვების ჭიქა და თეფში მისი ექსკლუზიური ნახატებით. თანამშრომლობა გრძელდება 2023 წელს. 

2020 წელს რუსუდან ფეტვიაშვილი თანამშრომლობდა შვეიცარიული საათების ლუქს ბრენდთან Jaquet Droz (1738), შექმნა ოთხი ექსკლუზიური მაჯის საათი. ფეტვიაშვილის ნახატები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციაში, მათ შორის რამდენიმე მსოფლიო ლიდერის.

ანა გოდაბრელიძე, მეღვინე

2007 წლიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიას, 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი. 2009 წელს შექმნა საკუთარი ღვინის სკოლა „ვინემო“.  ანა არის თანაავტორი გადაცემის „ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად“.

2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით იყო  ვაზისა და ღვინის საერთაშორის ორგანიზაციის (OIV) ორგანიზაციის მაღალ ალკოჰოლური სასმელების კომისიის ვიცე პრეზიდენტი. არის თანაავტორი რამდენიმე წიგნის.  მუშაობდა ბურგუნდიასა და ბორდოში სხვადასხვა ღვინის კომპანიებში. სწავლობდა ბორდოს მონტესკიეს უნივერსიტეტში მასტერ 2 ზე – სამართალი, ეკონომიკა და მართვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.