fbpx
Skip to main content

დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე ევროკავშირი ქართველი ხალხის საიმედო პარტნიორია.

საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ევროკავშირისთვის უნდა გამხდარიყო სტიმული საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის გასაგრძელებლად. სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. ეს აღნიშნულია გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (საქართველოს ნაწილი).

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს მოქალაქეთა ჩართულობასა და მონაწილეობას. ევროკავშირი აგრეთვე მხარს უჭერს არჩევნებზე სადამკვირვებლო დამოუკიდებელ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ, მისიებს.

წაიკითხეთ სრულად

სამართლიანობის განმტკიცება და კანონის უზენაესობა. ეს არის ევროკავშირის გაფართოების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები. ისინი იმ „საფუძვლებისა“ და საერთო ფასეულობების ნაწილია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული.

ევროკავშირმა, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ურყევმა დამცველმა, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განსახორციელებლად და ანტიკორუფციული მექანიზმების გასაძლიერებლად ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია.

ევროკავშირი, წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.

ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების აქტიური დამცველია. ევროკავშირი სათავეში უდგას ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ, ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობასა და სოციალურ ინტეგრაციას და იცავენ უმცირესობებისა და საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებებს.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, ევროკავშირი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო უსაფრთხო და მდგრადი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ევროკავშირი მუშაობს სკოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციასა და ნარკოტიკების მომხმარებლების რეაბილიტაციაზე, აგრეთვე ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე.

ევროკავშირი, საქართველოში აქტიური და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, მედიის თავისუფლებისა და განვითარების, აგრეთვე მედიაწიგნიერების დონის ამაღლების ურყევი მხარდამჭერია.  ევროკავშირი ეხმარება დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, მხარს უჭერს რა გამოხატვის თავისუფლებას, იცავს  ჟურნალისტების უფლებებს და ახალგაზრდებსა და მასწავლებლებს დეზინფორმაციის უკეთ ამოცნობის უნარ-ჩვევებს უვითარებს.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურყევი მხარდამჭერია. ევროკავშირი აფინანსებს და ტექნიკურ დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, სამოქალაქო განათლება და ადვოკატირება.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიისა და ევროკავშირისაკენ მათ სწრაფვაში.

ელჩის განცხადება

ვიდეო ისტორიები

ევროკავშირის ელჩის განცხადებები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღე

ახალი ამბები


ფოტოგამოფენა – „10 წელი ფოკუსში“

ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ თემებს და განვითარებას უჭერს მხარს

BTU ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის – “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”  პირველ ფაზას უპრეცედენტო ჩართულობით ასრულებს

ისტორიები


როგორ იცვლება გენდერული სტერეოტიპები  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

„ერთი დანადგარიც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი მცირე ბიზნესისთვის“

იდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე: ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში დასაქმდა