fbpx
Skip to main content

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციასხელს უწყობენ

20/02/2024

ევროკავშირის 7,05 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის და 28 მილიონი ევრო ოდენობის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სესხი ელექტროენერგი უფრო საიმედო და მდგრად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის საინვესტიციო გრანტი და ტექნიკური დახმარება 7,05 მილიონი ევროს ოდენობით ენგურჰესის მოდერნიზებას მოხმარდება. ეს შეესაბამება გლობალური კარიბჭის სტრატეგიას, რომელიც განხორციელდა აღმოსავლეთ სამეზობლოში ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მეშვეობით, რაც რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო კავშირებს გააძლიერებს.

პარალელურად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გასცემს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხს სახელმწიფო გარანტიით  (sovereign loan) საქართველოს ელექტროენერგიის უდიდესი მიმწოდებლის, ენგურჰესის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციისთვის.

ევროკავშირის და EBRD-ის პროექტის შედეგები მოიცავს გენერაციის გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ქსელის საიმედოობას, წყალდიდობის რისკის შემცირებას, კაშხლის მთლიანობას და გარემოს დაცვას.

ეს ფინანსური პაკეტი მოახდენს ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელი და გამომუშავება. გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას.

1970-იან წლებში აშენებული, დასავლეთ საქართველოს რეგიონში მდებარე ენგურის ელექტრო სადგური და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგო კომპლექსის ნაწილი, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის; უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

EBRD-მა და ევროკავშირმა დააფინანსეს ენგურჰესის რეაბილიტაციის პირველი ოთხი ფაზა. ენგურჰესის რეაბილიტაციის V ფაზა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და ქვეყნის მისწრაფებას უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისკენ. ეს თანხები შემდეგ მოხმარდება სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ელექტრო ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გასაუმჯობესებას და ენერგიის გამომუშავებას, ამასთან ერთად ენგურის კაშხლის ქვეშ ბიომრავალფეროვნების დასაცავად თევზსავალი სივრცეები შეიქმნება. ამრიგად, ევროკავშირის გრანტის ჩართულობა საყოფაცხოვრებო ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს და მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური რესურსების  მოცულობას ზრდის.