ევროკავშირი და საქართველო: „ერთად უფრო ძლიერები ვართ“
ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 25 წელზე მეტს ითვლის და დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წლიდან პარტნიორობა ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ორ მხარეს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველს უზრუნველყოფს.
ამ ურთიერთობის მნიშვნელოვან შედეგებს შორის არის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ, რომლის შედეგადაც ევროპული ბაზარი გაიღო ქართული ბიზნესისა და პროდუქციისთვის, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ევროკავშირსა და საქრთველოს უერთიერთობებზე, გადადით ბმულზე.
გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ძირითადად მიმართულია ეკონომიკური განვითარებისა და განათლების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კონტაქტის განმტკიცებისკენ. დახმარება გაიცემა როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი გრანტების სახით. გარდა ამისა, დახმარების ფარგლებში ქვეყნას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“.
ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამ დახმარებისა და ადგილზე მისი ზეგავლენის შესახებ.
დახმარების ზეგავლენის მიმოხილვისთვის, გადადით ბმულზე.