
პავილიონი 3 – საგანმანათლებლო და ინტერაქციული სესიები
ფოტო გამოფენა “10 წელი ფოკუსში” ევროპის დღეზე – ბოლო ათწლეულის ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს.
შემოგვიერთდით 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში და დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტო გამოფენა. გამოფენა აერთიანებს ევროკავშირის ჯილდოს მფლობელ ფოტოების კოლექციას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს.
გამოფენა, რომლებზეც კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, ეძღვნება გამძლეობას, გამოხატვის თავისუფლებას და იმ ადამიანების ხმას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს ქმნიან.
ფოტოების საშუალებით გიამბობთ თუ რამდენს მივაღწიეთ #ertad.

ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ინტერაქციული საგანმანათლებლო ინიციატივა „წიგნების თარო ევროპის შესახებ“, რომელიც შექმნილია ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურის, ისტორიისა და ღირებულებების უკეთესად გაცნობის მიზნით. ინიციატივა იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ახალგაზრდებს ინოვაციური და დინამიკური სწავლის გამოცდილებას გაუზიარებს. „წიგნების თარო“ ასევე წარმოდგენილი იქნება თბილისში ევროპის დღეზე.

აუდიო-ვიზუალური პროგრამა ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების როლს როგორც თანამედროვე ეპოქაში, ისე მე-19 საუკუნეში. ის სამოქალაქო საზოგადოებას წარმოაჩენს, როგორც სახელმწიფოს ხერხემალს და ხაზს უსვამს მოქალაქეებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების მნიშვნელობას.
ამბის თხრობის შთამბეჭდავი, ინტერაქციული ტექნიკის გამოყენებით, აუდიო-ვიზუალური პროგრამა კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ სამ ძირითად გზავნილს გადმოსცემს:
- ევროპული ღირებულებები საქართველოს ტრადიციისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია
- სამოქალაქო საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში
- ქვეყანა თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და მასზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა
ოფიციალური გახსნა: 13:00
სესიები დაიწყება ყოველ საათში ერთხელ და გაგრძელდება 25 წუთი.

