მე-11 პავილიონის ეზო – აგრობაზარი: უნიკალური ქართული გემო
🗓 12:00-18:00 – შეიგრძენით “უნიკალური ქართული გემო” აგრობაზარზე, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონის ეზოში.
“უნიკალური ქართული გემოს” აგრობაზარი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის “ექსპო ჯორჯიაში” ბრუნდება, უამრავ განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ ქართულ პროდუქტთან ერთად. შეგიძლიათ დააგემოვნოთ და მეტი გაიგოთ იმ ფერმერებისა და მეწარმეების პროდუქტების შესახებ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღეს და ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით საკუთარი საქმიანობის განვითარება შეძლეს.
დააგემოვნეთ ხორცისა და რძის პროდუქტები, ტკბილეული, ჩაი, თაფლი, ჯემი, საწებელი, სუნელები და სხვა სახის ნაწარმი.