fbpx
Skip to main content

საქართველო გლობალურ სცენაზე: როგორ ამკვიდრებს ევროკავშირი ნულოვანი ნარჩენების კონცეფციას მოდის მეშვეობით

30/03/2025

მდგრადობა აღარ არის არჩევანი აუცილებლობაა. მსოფლიო ნარჩენების მზარდი კრიზისის წინაშე დგას. ამიტომაც, მწარმოებლების მიმართ სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ქმნიან პროდუქციას, მოიხმარენ რესურსებს და იშორებენ ნარჩენებს. მოდის ინდუსტრია ნარჩენების წარმოქმნის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ნულოვანი ნარჩენების კონცეფციას, რომელიც მოხმარებული მასალების ხელახლა გამოყენებას ან გადამუშავებას ითვალისწინებს, ცენტრალური ადგილი უჭირავს მდგრადობის შესახებ გლობალურ დისკუსიაში.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 30 მარტი ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ამ გზით ქვეყნების მთავრობებს, მწარმოებლებსა და მოსახლეობას მოქმედებისკენ მოუწოდა. საქართველო ამ ხედვას სრულად იზიარებს. მის შესრულებაში ქვეყანას მხარს უჭერს ევროკავშირი, რომელიც საქართველოს მდგრადი პრაქტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება.

ევროკავშირის დახმარება მხოლოდ პოლიტიკით არ შემოიფარგლება. ის მხარს უჭერს ადამიანებს, შემოქმედებითობასა და ინოვაციებს. სწორედ ამიტომ,  მდგრადი მოდის პოპულარიზაციის საშუალებით ნულოვანი ნარჩენების კონცეფციის დამკვიდრების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტიუკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება(QUIS) საქართველოს მოდისა და ტექსტილის სექტორთან თანამშრომლობს.

ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შედეგია ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას, მონაწილეობა ლონდონის მოდის კვირეულში – პასუხისმგებლიანი მოდის მოწინავე გლობალურ პლატფორმაზე.

ლონდონში, კულისებში ფუსფუსია. გუნდის წევრებს ბოლო შესწორებები შეაქვთ – მაკიაჟი გაკეთებულია, ტანსაცმელი – მომზადებული. დიზაინერი ამ ყველაფერს ერთი შეხედვით მშვიდად აკვირდება. ალბათ ცოტა ნერვიულობს. გასაგებიცაა – ეს მსოფლიოში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა. ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ ქებურიას შერჩევა არა მხოლოდ მისი თამამი შემოქმედებითობის აღიარება, არამედ მდგრადი მოდისადმი მისი ერთგულების დაფასებაა.

ქებურიას კოლექცია თოჯინებით თამაშით ბავშვური მოგონებებით. ნამუშევრები ორიგინალური და ელეგანტურია. მაგრამ ის, რაც მის ნამუშევრებს ნამდვილად გამოარჩევს, გარემოსდაცვითი ცნობიერება: ორგანული და გადამუშავებული მასალების გამოყენება, ქიმიკატების გარეშე დამზადებული ქსოვილები, მდგრადი შეფუთვა და მიწოდების ეკოლოგიურად სუფთა ჯაჭვები.

ეს სწორედ ის ფასეულობებია, რომელთა დამკვიდრებასაც ევროკავშირი საქართველოს შემოქმედებითი დარგების მხარდაჭერით ცდილობს. მარი გოგუაძე, QUIS პროექტის კომუნიკაციების მენეჯერი, განმარტავს:

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ დიზაინერებთან იმისათვის, რომ მათ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში დავეხმაროთ. ევროკავშირის მხარდაჭერიჩვენ ვნერგავთ ინოვაციებს, ხარისხის უზრუნველყოფას და მდგრად პრაქტიკას, რაც ქართულ მოდას გლობალურად კონკურენტუნარიანად ხდის.

შედეგები საკუთარ თავზე თავად მეტყველებს. ლონდონის მოდის კვირეულზე გიორგი ქებურიას ნამუშევრებმა როგორც კრიტიკოსები, ასევე მაყურებელიც მოხიბლა. მოდის ერთმა კრიტიკოსმა მისი ნამუშევრები, რომლებშიც  ვიქტორიანული ეპოქის ესთეტიკა და თანამედროვე სტილი ერთმანეთთან არის შერწყმული, შეაფასა, როგორც  „პროვოკაციული და განმათავისუფლებელი“.

ის მომენტი, როდესაც ქებურია ყურადღების ცენტრში მოექცა, უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ პირადი ტრიუმფი: ეს იყო დემონსტრირება იმისა, თუ რა არის შესაძლებელი, როდესაც მდგრადობა, შემოქმედებითობა და ევროპული პარტნიორობა ერთად იყრის თავს.

როგორც ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს:

„საქართველოს ევროინტეგრაცია მეტ გარემოსდაცვით მდგრადობას ნიშნავს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მხარს ვუჭერთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების სხვადასხვა დარგებში, მათ შორის მოდაში, ნულოვანი ნარჩენებისა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელების დანერგვას. და ვეხმარებით მათ, ვინც აჩვენებს, რომ შეგიძლია კარგად გამოიყურებოდე და ამავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანო პლანეტისთვის მიყენებული ზიანი“.

ისეთი ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერით, როგორიც ქებურიაა, ევროკავშირი ნულოვანი ნარჩენების მქონე მომავლის საფუძველს ყრის – ერთ ჯერზე ერთი ნაკერი, ერთი კოლექცია, ერთი პოდიუმი.