საპროექტო იდეების კონკურსი ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვის(ების) გასაუმჯობესებლად
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) მიზანია საქართველოს ოთხი რეგიონის (გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მოსახლეობის შემოსავლის წყაროების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონებიდან ადამიანების თბილისში მიგრაციის შემცირებასა და საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლის მოტივაციის ზრდას. აღნიშნულ პროექტს GIZ-ი ეროვნული ინიციატივის სახელად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით.
CESL-ის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შემოსავლების გენერირების სტიმულირება (გამოუყენებელი ეკონომიკური პოტენციალის გააქტიურების გზით), შესაბამისად, პროექტისათვის საინტერესოა:
• რეგიონულ ან კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის დამახასიათებელ ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვებში არსებული სუსტი რგოლების იდენტიფიცირება, და • ფინანსების გამოყოფა მათ გასაძლიერებლად.
ამ მიზნით, CESL-ი აცხადებს საპროექტო იდეების კონკურსს.
მიღებული განაცხადების სათანადო შემოწმებისა და შეფასების შემდეგ, შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი იდეის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების დაფინანსება.
კონკურსის ძირითადი მოთხოვნები:
• საპროექტო იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის მიერ, რომელიც: 1) რეგისტრირებულია და მოქმედებს CESL-ის რომელიმე რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი და კახეთი). 2) დაარსებულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით (აღნიშნული მკაფიოდ უნდა ჩანდეს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში).
• საპროექტო იდეებს პირველ რიგში „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ ხელშეწყობის მიზანი უნდა გააჩნდეს.
• საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს რეგიონული მასშტაბის და/ან კონკრეტულ ადგილთან (ან ადგილებთან) დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვს – მაგალითად, არსებობს რეგიონისათვის დამახასიათებელი კონკრეტული პროდუქციის ან მომსახურებისთვის საჭირო მასალის (ან ნედლეულის) ადგილზე წარმოების რესურსი, მაგრამ ხდება მათი შემოტანა სხვა ტერიტორიიდან. ან პირიქით, რეგიონისთვის დამახასიათებელია კონკრეტული ნედლეულის წარმოება, მაგრამ მათგან საბოლოო პროდუქციის მიღება ხდება სხვა ადგილას. გარდა ამისა, თითოეული ღირებულებათა ჯაჭვი პირდაპირ უნდა ეხებოდეს CESL-ის მიერ დაფარულ მინიმუმ ერთ რეგიონს.
• წარმოდგენილ საპროექტო იდეებში მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ნაკლოვანებები და მოცემული უნდა იყოს მათი აღმოფხვრის გზები.
• წარმოდგენილი საპროექტო იდეებით შემოთავაზებული საქმიანობა მაქსიმუმ 2025 წლის 30 ივნისს უნდა სრულდებოდეს.
დაინტერესების შემთხვევაში, ქართულ ენაზე შევსებული განაცხადები, თანდართული ფორმის გამოყენებით (დანართი 1), უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: euitdcesl@giz.de. მაქსიმალური და მინიმალური ბიუჯეტების საორიენტაციო ოდენობებია შესაბამისად 150,000 და 30,000 ლარი, თუმცა ამ თანხებზე მაღალი ან დაბალი ოდენობებიც შეიძლება იქნას განხილული. ამჟამად, ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა 100,000 ევროს შეადგენს, განაცხადების მიღება 2024 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება (ან მანამ, სანამ გამოყოფილი თანხები იქნება ათვისებული).
განაცხადის მიღების შემდეგ, CESL-ი კომპლექსური შემოწმების შესაბამის პროცედურებს (იურიდიული ექსპერტიზა) განახორციელებს (რომლის დროსაც სავარაუდოდ მოხდება აპლიკანტთან დაკავშირება და შესაძლოა ადგილზე ვიზიტიც განხორციელდეს). ამის შემდეგ მოხდება საპროექტო იდეის ამ დოკუმენტის შემდეგ გვერდზე მოცემულ კრიტერიუმებთან შედარება; ამ პროცესში, CESL-ის კომპლექსური შემოწმების შედეგებიც იქნება გათვალისწინებული. აპლიკანტებს ოფიციალურად ეცნობებათ შეფასების შედეგები.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში, CESL-ი, აპლიკანტთან პროექტის შინაარსთან, მეთოდებთან და საკონტრაქტო ურთიერთობებთან დაკავშირებით დეტალურ მოლაპარაკებებს გამართავს. (სავარაუდოდ კონტრაქტი საგრანტო დაფინანსების სახით იქნება გაფორმებული, რომელიც GIZ სა და აპლიკანტს შორის დაიდება).
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით CESL-ს რეგიონულ წარმომადგენლებს: mariam.zhorzhikashvili@giz.de (გურია, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) და zurab.tsignadze@giz.de (კახეთი). კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.