fbpx
Skip to main content

კარგი მოსავალი

ზაფხულია და საქართველოში ფერმერები მოსავალს იღებენ. ხორბლის, ქერის და შვრიის მინდვრებში კომბაინები მუშაობენ, მანქანები კი კარტოფილით, ბადრიჯნით, კიტრითა და პომიდვრით იტვირთება. ფერმერთა კალენდარში ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ იმკიან მას, რაც დათესეს. ზაფხულის მოსავლის აღების ეტაპი განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოში, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

წარმოების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ შეძლეს ფერმერებმა მოსავლიანობის 40% -ით გაზრდა და წარმოების ღირებულების 30% -მდე შემცირება, ამასთან სხვადასხვა გამოწვევებთან, მაგალითად გვალვასთან გამკლავება. ევროკავშირი FAO-სთან ერთად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით, ასწავლის თანამედროვე სოფლის მეურნეობის მიდგომებს, რომლის შედეგებსაც ფერმერები უკვე ხედავენ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ მოგიყვებით ზოგიერთი ამ ფერმერის წარმატების ისტორიას. მართალია სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, მთავარი მაინც ახალი მიდგომებია – გარემოსთან მეგობრული, და სწორად დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობას – ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ ფერმერებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციაში დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანი ნათელია – საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გავხადოთ.

    ფოტო ისტორიები

    კახელი ფერმერი ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

    აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

    კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

    ბოლნისში აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

    ფერმერი ქალი სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს

    ვიდეო ისტორიები

    სოფლის მეურნეობის ახალი მეთოდების დანერგვა ევროკავშირი/FAO-ს მხარდაჭერით

    კახელი ფერმერი ხორბლის მოსავალს ზრდის და ხარჯებს ამცირებს

    ბროკოლის სადემონსტრაციო ნაკვეთი წალკაში, ქვემო ქართლი

    კაპანაძეების ოჯახი ლაგოდეხიდან მოსავალს აოთხმაგებს

    “ძმების მარანი” ქართულ ღვინოს ევროპული სტანდარტებით აწარმოებს

    ევროკავშირი და FAO სოფლად ფერმერ ქალებს აძლიერებენ

    კოოპერატივი “დისველი” ყველის წარმოების ევროპულ სტანდარტებს ნერგავს