fbpx
Skip to main content
ადამიანები ევროკავშირის მხარდაჭერის მიღმა - ისტორიები ცვლილებებზე

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება მისი პოლიტიკისა და პროგრამების ფარგლებს სცდება; ეს დახმარება გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, ეხმარება მათ საკუთარი ოცნებების ასრულებაში და ხელს უწყობს ცვლილებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. “ისტორიები ცვლილებებზე“ არის ვიდეოების სერია, რომელიც გვაცნობს იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება და საარსებო წყარო ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინიციატივების დახმარებით შეიცვალა. ეს არის იმ ადამიანების მიერ მოთხრობილი ამბები იმედების, გამძლეობისა და ინოვაციების შესახებ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს.

სამ ათეულ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. როგორც საქართველოს უმსხვილესმა უცხოელმა დონორმა, ევროკავშირმა საქართველოში განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით ქვეყნის მხარდაჭერას. ვიდეოების სერიაში მოთხრობილია მრავალფეროვანი ამბები, იმ ფერმერების ისტორიებიდან დაწყებული, რომლებიც თანამედროვე მეთოდებს ნერგავენ, მოწყვლადი რეგიონების მეწარმეების ამბებით დამთავრებული. ეს ისტორიები ასახავენ იმ სისტემურ ცვლილებებს, მათ შორის რეფორმებს, მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ ზომებსა და განათლების მიღების შესაძლებლობებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით გახდა შესაძლებელი.  

როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ევროკავშირი ნერგავს მაღალ სტანდარტებს და ამავდროულად ხელს უწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს უქმნის. ვიდეოების სერიის თითოეული ისტორია ასახავს იმ ადამიანების გამბედაობასა და კრეატიულობას, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში. უყურეთ ისტორიებს და აღმოაჩინეთ ის ადამიანები, რომლებიც, საქართველოში ევროკავშირის დახმარების მეშვეობით, ქვეყანას უკეთესობისაკენ ცვლიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის და სხვა ისტორიების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს

ისტორიები ცვლილებებზე

არუსიაკ ფარმანიანი – აქტივისტი

ავთანდილ მარაქველიძე – ფერმერი

ნათია ბუნტური – ბალერინა

ლიზი მეცხოვრიშვილი – აქტივისტი

გიორგი ფაცაცია – დოქტორანტი

გიორგი ლიპარიშვილი – “მამების სკოლის” ფასილიტატორი

ელენე თავაძე და სოფო ჭინჭარაული – ფანტასმაგორიას თანადამფუძნებელი

ნინო ლოთიშვილი – ორგანიზაცია “მშვიდობის კერა მანათეას” დამფუძნებელი

ნონა ნონიაშვილი – “ჩემპის” თანადამფუძნებელი

სამაია გუსეინოვა – აქტივისტი

თათია არაბიძე – “ვილა გემრიელას” დამფუძნებელი

ზურა წიკლაური – სტარტაპერი

სანდრო ლილუაშვილი, “ტენეს” დამფუძნებელი

რამინ მაჭარაშვილი, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” დამფუძნებელი

ანა ჯგერენაია, ფერმერი


ანა შანშიაშვილი, ირინა მანია, “ეთნოდიზაინის” დამფუძნებლები

ბაია აბულაძე, “ბაიას ღვინო”-ს დამფუძნებელი

ილია ზედელაშვილი, “Georgian Natural Products” დამფუძნებელი

ლია ტაბატაძე, “ბაბალეს” დამფუძნებელი

ვახტანგ კოხრეიძე, “ფუდ ალიანსის” დირექტორი