გამარჯვებულები 2022

ნინო ნარიმანიშვილი
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
ჯემნიუსი, http://bit.ly/3CQcZO4

ანი არველაძე
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
გადაცემა დროება, ტელეკომპანია ფორმულა, https://bit.ly/3XlorcU

ნინო რამიშვილი
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
სტუდია მონიტორი, https://bit.ly/3XGsaBi

ბესიკ პაპასქუა
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
ინდიგო, http://bit.ly/3D2iARD

ქრისტინე გოგალაძე
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში
ინდიგო – http://bit.ly/3JqeYwD

ლელა კუნჭულია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
რადიო თავისუფლება, https://bit.ly/3Nsx5BW

თორნიკე მეტრეველი
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
ინდიგო, https://toc.ge/map

დინა ოგანოვა
ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
პროექტი 64, https://bit.ly/3WqjtKn
ჟიურის წევრები 2022
ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული.
ეკატერინე მაღალდაძე
ეკატერინე არის “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტი 10 წლიანი გამოცდილებით, დაფუძნებული ვაშინგტონში. ის უძღვება ყოველკვირეულ გადაცემას, ასევე მუშაობს ციფრულ პლატფორმებზე, აშუქებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, დიასპორის საკითხებს და ა.შ. ამერიკის ხმაზე მუშაობამდე მუშაობდა დამოუკიდებელ მედიასაშუალება ,,ლიბერალში“ და აშუქებდა სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს- მათ შორისაა გარემო, ენერგეტიკა, კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ. ეკა ასევე არის GIPA – ს, ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლის კურსდამთავრებული, მუშაობდა რადიო GIPA-ს წამყვანად და პროდიუსერად.
მარგარიტა ანთიძე
მარგარიტა 1988 წლიდან აშუქებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტს. მას აქვს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილება, კონფლიქტების, მთავარი პოლიტიკური მოვლენების, ასევე კონფერენციებისა და სამიტების გაშუქების ჩათვლით. მარგარიტა იყო Reuters-ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის გაშუქებისთვის დააჯილდოვეს.
გიორგი ლომსაძე
გიორგი არის კორესპონდენტი ნიუ-იორკში დაფუძნებული გამოცემისა, EurasiaNet, რომელიც სპეციალიზირებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გაშუქებაზე. მას აქვს ახალი ამბების გაშუქების 15 წლიანი გამოცდილება სამხრეთ კავკასიიდან და არა მარტო. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ დიდ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა- Wall Street Journal, NPR და Guardian.
ნესტან ნიჟარაძე
საქართველოში პირველი საერთაშორისო, ყოველწლიური ,,თბილისის ფოტოფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი (2010 წლიდან) . ასევე, 2019 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ,,თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის“ , რომელიც მთლიანად ეძღვნება თანამედროვე ფოტოგრაფიას (ალბათ?). ორივე ეს პლატფორმა იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც მედიუმს სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ნიჟარაძის კურატორობით საერთაშორისო ფოტოგრაფების მრავალი გამოფენა ჩატარებულა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს უწყობს ვიზუალური არტისტების ხელშეწყობასა და გაძლიერებას როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ქართული ფოტოგრაფიის მდიდარი ტრადიციების პოპულარიზებას.