კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით
მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს 2024 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოს შესახებ.
თითოეული კრიტერიუმისთვის – პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები და ევროპული სტანდარტები (თავები – chapters) – საქართველოს წინსვლის შეფასება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიშის საქართველოს შესახებ, 2023 (08.11.2023). წინსვლა კონკრეტული მიღებული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი სტრუქტურების მიხედვით შეფასდება. საანგარიშგებო პერიოდია 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 2024 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორების წვლილის გათვალისწინებით, მივესალმებით თქვენს მონაწილეობას წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით, რათა ეს მასალები ჩვენი ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოვიყენოთ.
წერილობითი მასალები სათაურით: მასალები საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშისთვის (თქვენი ორგანიზაციის სახელი) 2024 წლის 12 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu. გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მარტის დასაწყისში საჯარო კონსულტაციებს გამართავს. პროგრამა ასეთია:
სამშაბათი 5 მარტი | |
14:30 – 17:30 ჰილტონ გარდენ ინნ | საჯარო კონსულტაცია I: დემოკრატია და ძირითადი უფლებები არჩევნები პარლამენტი მმართველობა – საჯარო მმართველობის რეფორმა სამოქალაქო საზოგადოება ძირითადი უფლებების დაცვა გამოხატვის და მედიის თავისუფლება |
ოთხშაბათი 6 მარტი | |
09:30 – 12:30 ჰილტონ გარდენ ინნ | საჯარო კონსულტაცია II: ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) თავები სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი კლასტერი 2: შიდა ბაზარი კლასტერი 3: კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა კლასტერი 4: მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები კლასტერი 5: რესურსები, სოფლის მეურნეობა და გათანაბრება კლასტერი 6: საგარეო ურთიერთობები (მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზჭერას, სოფლის განვითარებას და სურსათის უვნებლობას; გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებს; ტრანსპორტს; ენერგეტიკას; სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას; განათლებას და კულტურას; კვლევას და ინოვაციებს) |
ოთხშაბათი 6 მარტი | |
14:30 – 17:30 ჰილტონ გარდენ ინნ | საჯარო კონსულტაცია III: კანონის უზენაესობა სასამართლო ხელისუფლების მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თანამშრომლობა ნარკოტიკებთან ბრძოლის სფეროში ტერორიზმთან ბრძოლა თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, თავშესაფარი, სავიზო პოლიტიკა, შენგენის სივრცე და გარე საზღვრები |
თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეგვატყობინეთ და მიუთითეთ რომელ სესიაზე გსურთ დასწრება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu
ლოგისტიკური მიზეზების გამო, თითო ორგანიზაციის მონაწილეობა ერთი ადამიანით შემოიფარგლება. სამუშაო ენა იქნება ინგლისური, სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.
ცალკე კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორებთან ასევე მარტში გაიმართება, რის შესახებაც დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.