fbpx
Skip to main content

2021-2024 წლებში საქართველომ ისარგებლა ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი 85 მილიონი ევროთი. თუმცა, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყანამ 2022, 2023 და 2024 წლებში დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით.

დაკარგული თანხები თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის ან მთავრობის/სახელმწიფო უწყებების ტექნიკური დახმარებისთვის. ეს თანხები გადანაწილდა სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მხარდაჭერის გასაზრდელად რეგიონული პროექტებისთვის მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების სექტორების მხარდასაჭერად.