fbpx
Skip to main content

თოჯინური სპექტაკლი “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”

სპექტაკლის რეჟისორია ტატო გელიაშვილი. პიესაზე მწერალმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იმუშავა, დათო გორგილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მარიონეტების ავტორი კი არმენ ოვესიანია.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ განკუთვნილია 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისათვის და მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება. მშობლები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ, მხარს უჭერენ და აძლიერებენ შვილებს, რადგან სჯერათ, რომ თითოეული მათგანი უნიკალური და განსაკუთრებულია, განურჩევლად სქესისა. სპექტაკლის შინაარსი პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს შეახსენებს, რომ უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევებთან გამკლავება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.