fbpx
Skip to main content

სსო მეტრი: ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების გზამკვლევი

Project Description
სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა შეფასდეს გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უწევთ ოპერირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და განხორციელდეს აღნიშნული გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული ადვოკატირების პროცესი. სსო მეტრი აფასებს, როგორც კანონდებლობას, ისე პრაქტიკულ გარემოს იმ ძირითად მიმართულებებში, რაც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც მოიცავს, როგორც გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას, ისე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და პირადი ცხოვრების ხელშუხებლობის უფლებას. შემუშავებულ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე დაყრდნობით სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტი აფასებს თითოეული მიმართულების მიხედვით შესაბამისობას ქვეყნებში. სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტის სიძლიერეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი შემუშავება სიღრმისეული საკონსულტაციო და თანამშრომლობით პროცესზე დაყრდნობით მოხდა, იგი ადგილობრივ დონეზე გაწეული ძალისხმევის შედეგია და მოიცავს ქვეყნების კონტექსტიდან გამომდინარე პარტნიორების მიერ იდენტიფიცირებულ აქტუალურ საკითხებს. შედგომი 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის პარტნიორებთან ერთად განვაახლებთ ინსტრუმენტს და დავნერგავთს ქულების მინიჭების მოდელს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო სიღრმისეულად შევადაროთ ერთმანეთს სფეროები და ქვეყნები წლების მიხედვით. ასევე დაგეგმილი გვაქვს სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტის შემდგომი განვითარება და ახალი აქტუალური საკითხების მოცვა, როგორიცა ხელოვნური ინტელექტის ან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ქვეყნებში არსებულ სამოქალაქო ჯგუფებზე მათი გავლენის შესაფასებლად. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომუნიკაცია დავამყაროთ კიდევ უფრო მეტ ორგანიზაციასთან და გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი სსო და აქტივისტები, რათა ხელი შეეწყოს სტრატეგიების ურთიერთგაცვლას, სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტის მეშვეობით მონიტორინგის განხორციელებას და შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ქვეყნებში ადვოკატირების წარმოებას.
Specific Objective
პროექტის ზოგადი მიზანია მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის, რომელიც პასუხობს ორგანიზაციების, აქტივისტების და საზოგადოების საჭიროებებს.

პირველი კონკრეტული მიზანია კრიტიკული რაოდენობის სსო-ების პროცესში ჩართვა და მათი გაძლიერება, რომელებსაც შეუძლიათ გამოიყენონ მონიტორინგის ინსტრუმენტი, ერთმანეთს გაუზიარონ სტრატეგიები და გამოცდილება და ადვოკატირება გაუწიონ რეგიონის მასშტაბით თითოეულ ქვეყნაში გარემოს გაუმჯობესებას.

მეორე კონკრეტული მიზანია სსო-ების მხარდაჭერა გარემოს მდგომარეობის ამსახველი მასალის რეგულარულად შეგროვებაში, რაც აქტიური მონიტორინგის საშუალებას იძლევა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განვითარების ეტაპზე არსებული ტრენდების იდენტიფიცირება და საერთაშორისო
Expected Results
- არსებობს სსო-ების ძირითადი ჯგუფი, რომელიც აქტიურადა იყენებს მონიტორინგის ხელსაწყოს და ადვოკატირებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. ინსტრუმენტის შემდგომი განვითარება მიზნად ისახავს ინსტრუმენტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული დიალოგის გაძლიერებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში

- სსო-ები მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენებით რეგულარულად ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების გარემოს მინიტორინგს აქტუალური საკითხების ირგვლივ, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ დონეზე, აქვეყნებენ მონიტორინგის ისტრუმენტის შედეგებს და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, ამავდროულად მონიტორინგის ინსტრუმენტი ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, საფრთხეების და შემზღუდავი ფაქტორების გამოვლენას.
Project documents
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
რეგიონალური
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება
EaP Countries:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი
Project Status:
დასრულებულია
Start Date:
01.01.2021
End Date:
31.12.2023
EU Project Number:
423-451