fbpx
Skip to main content

საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით

Project Description
ჯანმრთელობისათვის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა, გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ძალები გააერთიანეს.
პროექტი ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, აუმჯობესებს წვდომას ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მომსახურებაზე და ამცირებს COVID-19-ით გამოწვეულ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. პროექტი ხელს უწყობს ევროკავშირისა და გაეროს მიერ საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირებისა და ჯანდაცვის საყოველთაო მოცვის შემდგომი სრულყოფის პროცესში გაწეული მხარდაჭერის მეტად გავრცობასა და გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში ხდება სოფლად ჯანდაცვის სისტემაში ახალი მომსახურების მიდგომის ჩამოყალიბება, როგორიცაა ტელემედიცინა, ასევე, სოფლად მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების შესაძლებლობების გაზრდა ტელე-განათლების მეშვეობით, ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით.
თანამედროვე, ადვილად მოსაგვარებელი ციფრული ტექნოლოგიები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების სფეროს ასევე ეხმარება ზედამხედველობის, მონაცემთა მართვისა და კონტაქტების მოძიების პროცესში. ამ ინიციატივის მეშვეობით საქართველო არამხოლოდ მიმდინარე, არამედ შესაძლო სამომავლო გამოწვევებისთვისაც იქნება მზად და ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევას.
Specific Objective
პროექტი ხელს უწყობს COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას როგორც მოსახლეობაზე, ასევე ჯანდაცვის სექტორზე. იგი ეხმარება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, რომელიც უზრუნველყოფს ტელემედიცინის თანაბრად ხელმისაწვდომ მომსახურებას სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევას. პროექტი:
- აძლიერებს ქართული ჯანდაცვის სექტორის ტექნიკურ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტელემედიცინის მომსახურებისადმი თანაბარი და შესაბამისი წვდომა, მათ შორის ისეთ სერვისებზე, როგორიცაა COVID-19 პანდეემიასთან დაკავშირებული პრევენცია, მზაობა, შემთხვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელს უწყობს ტელემედიცინის შესაძლებლობის ზრდას პერსონალის გადამზადებით, საკომუნიკაციო და საკანონმდებლო მხარდაჭერით, რათა უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად მოხდეს COVID-19-ზე რეაგირება;
- ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას COVID-19-ის პრვენციისა და ტელემედიცინის შესაძლებლობების შესახებ.
Expected Results
მოკლევადიანი შედეგები
• 200 სოფლის ამბუულატორია აღიჭურვება საბაზისო დანადგარებით, მათ შორის, COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების მართვისთვის საჭირო მოწყობილობებით და ორსულებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის საჭირო სერვისებით.
• 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვება ტელემედიცინის მოწყობილობებით, რაც შესაძლებელს გახდის ისეთი მნიშნელოვანი არაგადამდები დაავადებების მართვას, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
• შეიქმნება ტელე-მზრუნველობის პლატფორმა და გაიზრდება პერსონალის შესაძლებლობები, რათა მოხდეს უფრო მეტი სერვისების მიწოდება.
• შეიქმნება ონლაინ ტრენინგისა და საკომუნიკაციო პლატფორმა პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
• ჯანდაცვის პერსონალი გაივლის ტრენინგს არაგადამდები დაავადებების, სქესობრივი და რეპროდუქციული მომსახურების, ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხების ტელემედიცინის საშუალებით მომსახურებაზე.
• შეიქმნება საფუძვლიანი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მოაგვარებს საქართველოში ტელემედიცინასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების ეთიკურად გამოყენების კუთხით.
• COVID-19 მეთვალყურეობა გაიზრდება ციფრული მექანიზმების გამოყენებით, კონტაქტების უკეთ მოძიების და მონაცემთა უკეთ მართვის მიზნით.
• გაიზრდება მოსახლეობის ცნობიერება და ცოდნა COVID-19 პრევენციისა და ტელემედიცინის საშუალებების შესახებ, მათ შორის მშობლებსა და მზრუნველებს შორის, რაც უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
• ჯანდაცვის მუშაკები და მოსახლეობა უფრო მეტად გამოიყენებენ ტელემედიცინის საშუალებებს მიზანმიმართული კამპანიების მეშვეობით.


საშუალო და გრძელვადიანი შედეგები:
• სოფლად მომუშავე მედიცინის მუშაკების გაზრდილი შესაძლებლობა უკეთ გასწიონ მომსახურება ტელემედიცინის საშუალებით.
• გაუმჯობესებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა, მათ შორის, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ანგარიშგება, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება.
• მდგრადი პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად, სადაც სადაც შესაძლებელია ტელემედიცინის მომსახურების შეფერხების გარეშე მიღება, საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად,
• გაძლიერებული ჯანდაცვის სისტემა, სადაც ტელემედიცინის მეშვეობით შესაძლებელია COVID-19 და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა, დაცვა, რეაგირება და რეაბილიტაცია.
Project map
Photo gallery
Official Launch of the Project
Videos
How Telemedicine can help providing childcare services
How Telemedicine Works in rural areas - Example of Amamlo Village
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს
Subsector:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, ეკონომიკა და ვაჭრობა, ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები)
Topic:
ჯანმრთელობა, COVID-19, ციფრული ტრანსფორმაცია
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
13.08.2021
End Date:
31.08.2025
Social Media Links:

EU Project Number:
426-264