fbpx
Skip to main content

ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით

Project Description
პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ამაღლებას, ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ინტენსიური პროგრამების განხორციელების გზით. კრიტიკული ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებასთან ერთად პროექტი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთანაც იმუშავებს.
Specific Objective
პროექტის საერთო მიზანია უსაფრთხოების სექტორში ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პრაქტიკისა და პოლიტიკის დამკვიდრება. პროექტს აქვს ოთხი კონკრეტული მიზანი:
1) უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესება და საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობის ინსტრუმენტების გაძლიერება;
2) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სოციალურად გონივრული, უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაძლიერება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში (განსაკუთრებული აქცენტით კონფლიქტურ რეგიონებსა და ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობებზე);
3) ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგის დანერგვა;
4) სახელმწიფო პოლიტიკის გავლენა კონფლიქტების, რადიკალიზაციის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე საზოგადოების აღქმაზე.
Expected Results
პროექტის სავარაუდო შედეგებია:
1) უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმები გაუმჯობესდება;
2) სპეციალური სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მოდულების მომზადებით, პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები უკეთ აღიჭურვებიან ინფორმაციით, რათა ეფექტიანად ისარგებლონ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის უფლებამოსილებით;
3) უსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკა კონფლიქტურ რეგიონებში, ასევე ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების მქონე რეგიონებში კარგად არის გაანალიზებული და შემუშავებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
4) მრავალპარტიული დიალოგის ხელშეწყობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და სოციალურად/კულტურულად შესაფერისი უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის მხარდასაჭერად;
5) უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ საზოგადოების წარმოდგენები და დამოკიდებულებები კარგად არის გამოკვლეული შერეული მეთოდის კვლევის შედეგად, ფოკუსირებულია ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობებზე და ადმინისტრაციული საზღვრის/გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ თემებზე;
6) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი ნარატივები ქართულ სოციალურ მედია პლატფორმებზე შესწავლილი და განხილულია მედიის მონიტორინგის ოთხი ტალღით.
Project documents
Project map
Videos
Villages of the Administrative Boundary Line (ABL)
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
Subsector:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება, სამოქალაქო საზოგადოება
Topic:
სამოქალაქო საზოგადოება, უსაფრთხოება
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
01.01.2022
End Date:
31.12.2024
EU Project Number:
428-751