fbpx
Skip to main content

EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი PIRDP რეგიონებში

Project Description
"EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) არის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივა (ბიუჯეტი:7,5 მლნ. ევრო), რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ხოლო ძირითადი პარტნიორი გახლავთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პროექტი დაიწყო 2022 წლის თებერვალში და გაგრძელდება 2025 წლის სექტემბერამდე. პროექტის ძირითადი მიზანია დაბალანსდეს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება საქრთველოში, დიდ ქალაქებთან - თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში. რადგან პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (სრიგპ) თანმდევი ღონისძიებაა, იგი მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი. აღნიშნული ინიციატივა ჩართულია დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ერთობის ხელშეწყობის უფრო ფართო ეროვნულ დღის წესრიგში მთელი ქვეყნის მასშტაბით. CESL - ი დააფინანსებს ინვესტიციებს და ისეთ თანმხლებ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ და სოციალურ ხელახალ დაბალანსებას შემდეგ სამ პრიორიტეტულ სფეროში: 1) ურბანული განახლება; 2) ტურიზმის განვითარება; 3) შემოსავლების გენერირება და ეკონომიკური გააქტიურება.
Specific Objective
ინიციატივის კონკრეტული მიზანია „მუნიციპალიტეტებმა, ბიზნესებმა და მოქალაქეებმა PIRDP რეგიონებში გააცნობიერონ გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი“
Expected Results
- მუნიციპალიტეტები „სივრცეებს“ „ადგილებად“ აქცევენ;
- შემოსავლის გენერირება და ეკონომიკური გააქტიურება არის კატალიზირებული;
- ინსტიტუციებს აქვთ საშუალება გამოიყენონ არარეალიზებული ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი.
Project documents
Beneficiaries
Lentekhi Municipality
Project map
Photo gallery
PROJECT DETAILS
საქართველო
Priority Area:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
Subsector:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
Topic:
ადგილობრივი განვითარება
Project Status:
მიმდინარე
Start Date:
28.01.2022
End Date:
28.09.2025
Social Media Links:

EU Project Number:
428-565